საზოგადოება გილოცავთ დამდეგ 2015 წელს 2014, 15 დეკემბერი, 23:33 (ახალიწელი) ამ ლამაზ დგესასწაულს არამარტო ქართველები.არამედ მთელი მსოფლიო აღნიშნავს და ეხლა უკვე კარს მოგვადგა.აშკარად იგრძნობა ახალიწლის მოახლოვება, ირთვება ქუჩები და ნაძვის ხე ყველა ოჯახში. ვემზადებით ძველი წლის გასაცილებლად და ახალი დამდეგ 2015 წლის შესახვედრად. ახალწელს მთელი მსოფლიო ზეიმობს მაგრამ განსხვავდება ტრადიციები. ქართველი ხალხი ცდილობს ახალი წლის ღამეს მთელი ოჯახი შეიკრიბოს და ერთად შეხვდეს დამდეგ ახალწელს.ჩუქნიან ერთმანეთს საჩუქრებს, ვამზადებთ სუფრას, ვრთავთ ნაზვის ხეს რომელსაც სიხალისე და ახალი წლის მოახლოვების სურნელი მოაქვს.განსაკუთრებით პატარებს ახარებს ნაძვის ხის წინ დაწყობილი საჩუქრები, რომლებიც ახალი წლის ღამეს თოვლის ბაბუას მოაქვს. ახალი წლის კიდევ ერთი ატრიბუტი ფეიერვერკია, რომლითაც ახალი წლის მოსვლას ვეგებებით. ახალ წელს ძალიან უხდება თოვლი, თითქოს თოვლით გვილოცავს ბუნება ამ დღესასწაულს.ულამაზესია ახალიწელი როცა ოთახში ნაზვის ხე ციმციმებს და გარეთ კი თოვლის ფიფქები მოცვივა, რომელიც არამარეს თოვლით ათეთრებს, ბუხარში კი ნეკერჩხლის ცეცხლი გუზგუზებს.მთელი ოჯახი სუფრასთან ვსხდებით და მრავალჯამიერის სიმღერით ვხვდებით ახალ წელს.აი ესარის ნამდვილი ახალი წელი. როგორც ვიცით ჩინური ჰოროსკოპით ვაცილებთ ცხენის წელიწადს და ვეგებებით თხის წელიწადს.როგორც ვიცით თხა მატების და გამრავლების წელია დაე გამრავლდით და გაიხარეთ ქართველებო, მრავალ შობა ახალწელს დაესწარით და უფალი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი. 54 10-ს მოსწონს
|