x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135657
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510011
ოდესმე ხომ მაინც ერთად ვიქნებით
ისე აუტანლად მომენატრე, ისე გაგიჟებით, ცხოვრებას ნაგლეჯ-ნაგლეჯ გავცემდი შენი ცოცხლად მოფერებებისათვის, სულ მცირედი ჩახუტებებისათვის, თუნდაც ერთი თბილი სიტყვისათვის მიყვარხარ.

თავიდან ერთი გაცვეთილი ფრაზის იმედად თითქოს თავს ვიმშვიდებდი მალე მომეშვება-მეთქი, მაგრამ... არყოფილა დრო ყველაფრის მკურნალი, პირიქით, თურმე უფრო აცხარებს გრძნობებს.

შენი წასვლიდან ერთი წელი თითქოს წამივით გაფრინდა და ისევ მაშინდელივით მტკივა ეს დღე, ისევ მაშინდელივით ცრემლს ვერ ვიშორებ თვალებიდან.

უშენოდ შეიცვალა ცხოვრება, სხვაგვარი გახდა სიცოცხლე, მგონი უშენობამ დროც კი შეცვალა ასე წამებში რომ გადის წლები. ვიცოდი უშენოდ რთული იქნებოდა, მაგრამ... იცი, რა აუტანელია ის გარემო, სადაც ოდესმე შენ ყოფილხარ?!


ხშირად მეფიქრები და მეშინია არ შეგაწუხო, უფრო ხშირად მეცრემლები და ესეც მაშინებს, შენს არ ყოფნაში ბევრი ცრემლიანი ღამე გავათენე. შენ რომ ჩვენთან ყოფილიყავი მზე ისევ ისე გაანათებდა, ცაც ისევ ცისფერი იქნებოდა, ხალხიც ისევ კეთილ-ბოროტული, დედამიწაც ისევ ისე იტრიალებდა... მაგრამ შენით ჩემი სამყარო შეიცვლებოდა, გული მეტს იღიღინებდა, თვალები სულაც არ იტირებდნენ, მკლავში ძალა მექნებოდა და სულში სიმტკიცე, გაუთავებელი ნოემბერი შეწყვეტდა არსებობას.

დღეს ისევ ნოემბრის ქარები და წვიმები, ისევ ფიქრის გორები და ნატვრა წამით მაინც მოგეფერო...

ალბათ, ოდესმე უმკურნალებს დროც ამ ტკივილებს.

ბოლოსდაბოლოს, ოდესმე ხომ მაინც ერთად ვიქნებით...

0
13
1-ს მოსწონს
ავტორი:merion black
merion black
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0