ძაღლი რუხი მგლის ქვესახეობაა. ის არის ძაღლისებრთა ოჯახის წევრი, მტაცებელთა რიგის მოშინაურებული ძუძუმწოვარი ცხოველი. წარმოადგენს კაცობრიობის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ „თანამგზავრ“ ცხოველს. ითვლება, რომ ძაღლი არის ყველაზე ადრეულად მოშინაურებული ცხოველი. ამჟამინდელი სახით იგი მოთვინიერებულია 15 000 წლის წინ. # 1 - ჩოუ ჩოუ (დაახ. 1200$)
ეს ჩინური ძაღლის ჯიშის ერთ-ერთი უძველესი წარმომადგენელია. მას ხშრად ექმნება ჯანმრთლობის პრობლემები, ამიტომ მისი ფასი 1200$-ია. # 2 - გერმანული ნაგაზი (2 500$ და მეტი)
გერმანული ნაგაზი (გერმ. Deutscher Schäferhund) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში XIX საუკუნეში.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლია მსოფლიოში. ასევე ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი. ალბათ სწორედ ამან გამოიწვია მისი მაღალი ფასი - 2 500$. # 3- ინგლისური ბულდოგი ( 2 500$ და მეტი)
ინგლისური ბულდოგის შეფერილობა მრავალნაირია, ბალანი თხელია, მოკლე, ხშირი და რბილი. მსხვილი, დაკუნთული წინა ფეხები ერთმანეთისგან შორსაა განლაგებული, თვალები და ცხვირი ერთმანეთთან ახლოსაა. ტუჩები ქვედა ყბაზეა გადმოფენილი. ბულდოგი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კეთილია ბავშვების მიმართ. უადვილდება კონტაქტი სხვა ძაღლებთან. ბულდოგი ცუდად ეგუება ცხელ, მზიან კლიმატს, ცუდი მოდარაჯეა, არ სჭირდება განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვა.
დღესდღეობით ინგლისური ბულდოგი ძალიან პოპულარულია. მისი ფასი თითქმის $ 3, 000-ია. # 4 - ფრანგული ბულდოგი (3000$-დან ზევით)
თანამედროვე ფრანგული ბულდოგის წარმომავლობა სათავეს იღებს ძველბერძნული ტომის – მოლოსელთა ძაღლისაგან. ეს ძაღლები დანარჩენ ძველ სამყაროში გაავრცელეს ფინიკიელმა ვაჭრებმა.
მისი ფასი დაახლოებით 3000$-ია. # 5 - ტიბეტური მასტიფი (დაახ. 2000000$)
ტიბეტური მასტიფი, ძალიან ძველი ძიშის წარმომადგენელი ძაღლია, მისი სისხლის სისუფთავე განაპირობა იმ გეოგრაფიულმა გარემომ, სადაც მათ უწევთ და უწევდათ ცხოვრება. ტიბეტი, ხომ თოვლიანი მთების, მაღალი პლატოების და მწვანე ხეობების ქვეყანაა. ის მდებარეობს ჰიმალაის მთების ჩრდილოეთ ნაწილში და ჩინეთისგან გამოყოფილია, სამხრეთის მხრიდან გაუვალი, თოვლიანი მთებით. ჩრდილოეთიდან კი უდაბნოთი.
მისმა გარეგნობამ და გამძლეობამ მისი ფასი ერთი -ათჯერ გაზარდა მისი ფასი 1.5 მლნ-დან, 2 მლნ-მდე მერყეობს.