x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137388
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511330
მამაკაცი რაც მეტს ეხმარება ცოლს საოჯახო საქმეებში,მით უფრო ნაკლებ სექსს იღებს მისგან
imageასეთ დასკვნამდე მივიდნენ ესპანელი მკვლევარები.


თითქოს იმ მამაკაცმა, რომელიც ცოლს ეხმარება საოჯახო საქმეებში:ალაგებს, რეცხავს და ა.შ..ცოლისგან მადლიერების ნიშნად უნდა მიიღოს უფრო მეტი სიყვარული და ალერსი, თუმცა სოციოლოგებმა სრულიად საწინააღმდეგო დაამტკიცეს: მამაკაცები, როელებიც სახლში რეცხავენ, ალაგებენ, სადილს ამზადებენ, ნაგავი გააქვთ და ბავშვებსაც უვლიან ინტიმური ცხოვრების მხრივ უფრო ნაკლებად დატვირთულები არიან..ანუ სექსი მეუღლესთან ბევრად უფრო ნაკლები აქვთ ვიდრე იმ მამაკაცებს, რომლებიც საოჯახო საქმეებით თავს არ იწუხებენ.


ძლიერი სქესის "კონკიებს" 20 წლის განმავლობაში იკვლევდნენ ამერიკელი და ესპანელი მეცნიერები ხუან მარჩის ინსტიტუტიდან(Juan March Institute in Madrid), საერთო ჯამში შეგროვდა 4561 საშუალო ასაკის ოჯახური წყვილის მონაცემები.


ანალიზმა შემდეგი შედეგები აჩვენა:ტრადიციული ქალის საოჯახო საქმით დაკავებული იყო ქალების 80% (დარეცხვა, დაუთოება და ა.შ).მამაკაცის საოჯახო საქმეს:გადასახადები, კედელზე ლურსმნის მიჭედება, გაფუჭებული ონკანი, რემონტი და ა.შ.მამაკაცების 55% ასრულებდა.



იმ ოჯახებს, სადაც ქალი ქალის საქმეს ასრულებდა, ხოლო მამაკაცი მამაკაცის, საშუალოდ კვირაში ერთხელ ჰქონდათ ინტიმური კავშირი, ხოლო იმ წყვილებს, სადაც მამაკაცი ქალის საქმეებით იყო დაკავებული საშუალოდ სექსი სამ კვირაში ერთხელ ჰქონდათ..ანუ სამჯერ უფრო იშვიათად.


კვლევის ხელმძღვანელმა საბინო კორნრიჩმა(Sabino Kornrich) ამ ფენომენს სრულიად მარტივი ახსნა მოუძებნა:"ჭურჭლის მრეცხავი ან სახლის დამლაგებელი მამაკაცი არ ჯდება ქალისთვის იმ წარმოდგენაში, რასაც "კაცურობა " ჰქვია, შესაბამისად, არ ხდება ლტოლვის სტიმულირება . პირიქით, ისიც ქრება რაც მანამდე იყო შერჩენილი."

imageმეცნიერის აზრით, ქალს შეუძლია დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ მას "ძალიან კარგი ქმარი ჰყავს, აკეთებს ყველა საოჯახო საქმეს, " და კიდევაც ამაყობს თავის მეგობრებთან ამით, მაგრამ ქვეცნობიერად ქმარს ვეღარ აღითქვამს როგორც სურვილის ობიექტს. ასეთი წყვილისთის სექსი ხდება, როგორც ერთგვარი მადლიერების გამოხატვა.


მეორეს მხრივ, შესაძლოა მამაკაცი განზრახ ასრულებს ქალის სამუშაოს გამომდინარე "ქალური" ბუნებიდან. შესაძლოა მასში ტესტოსტერონი "არ დუღს" და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ესაა სექსის დეფიციტის მიზეზი უფრო მამაკაცურ თანამოძმეებთან შედარებით.ასე რომ დამნაშავე არა " ჭურჭელის რეცხვაა", არამედ მისი შემცირებული სექსუალური აქტივობა. ამ შემთხვევაში, მსხვერპლად უნდა ჩაითვალონ ცოლები, ხოლო ქმრებისგან მიღებული საოჯახო საქმე, -როფორც ერთგვარი კომპენსაცია.

4
72
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
72
  
2014, 14 დეკემბერი, 16:55
ბოლოსდაბოლოს მამაკაცს არ გამოუვა ისე დალაგება ან დაგვა-დასუფთავება როგორც ქალს..არ ზის მის სულში..თუ ქალზე უკეთესად გამოსდის მაშინ მართლა ვერ ააქვს საქმე კარგად...ისე როგორც ქალმა რაზვადნოი კლუჩით ან ხერხით ჩალიჩი რომ დაიწყოს(რა თქმა უნდა თუ იძულებვული არაა ქალიც და კაციც..მარტოხელაა ან სხვა მიზეზის გამო)აი საჭმლის მომზადება ბევრ მამაკაცს კარგად გამოსდის თუ ხელი მოკიდა...
2014, 14 დეკემბერი, 16:23
რანაირად უნდა იამაყო იმით, რომ ქმარი "აკეთებს ყველა საოჯახო საქმეს"? :)) შენ თუ კარგი ცოლი ხარ რაღას აკეთებ ამ დროს? ცხადია, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა აუცილებლობის გამო მამაკაცი იძულებულია იდიასახლისოს და მართლა ძალიან საქებარია თუ ეს გამოსდის, მაგრამ როცა ეს ყველაფერი სისტემატიურ ხასიათს იღებს, უკვე აღარაა ლამაზი. რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ:))
2014, 14 დეკემბერი, 15:20
ფოტო :დდდდ
2014, 14 დეკემბერი, 15:07
სახალისოა უფრო:D
0 1 4