ბანანი შეიცავს სამ ბუნებრივ შაქარს - საქაროზას, ფრუქტოზას და გლუკოზას. მიეკუთვნება მრავალწლოვან მცენარეთა გვარს ბანანისებრთა ოჯახისა. მაღალი, ზოგჯერ გიგანტური ბალახია.
კვლევებმა დაადასტურა, რომ სულ რაღაც ორი ბანანი საკმარისია 90 წუთიანი მძიმე ვარჯიშის გასაკეთებელი ენერგიისთვის. გასაკვირი არცაა, რომ ბანანი არის ნომერ პირველი ხილი მსოფლიოს წამყვანი სპორტსმენებისთვის.
მაგრამ ენერგია არ არის ერთადერთი, რაშიც ბანანი დაგვეხმარება. მას ასევე შეუძლია დაგვეხმაროს დიდი რაოდენობის დაავადებების დაძლევაში და თავიდან აცილებაში. 1) დეპრესია:
კვლევების თანახმად ადამიანი ხშირად განიცდის დეპრესიას, ბევრმა ადამიანმა იგრძნო თავი ბევრად უკეთესად, მას შემდეგ, რაც ჭამა ბანანი. ეს იმიტომ, რომ ბანანი შეიცავს ტრიპტოფანს, აუმჯობესებს თქვენს განწყობას და, ზოგადად, თქვენ იგრძნობთ თავს ბედნიერად.2) სისუსტე დილაობით:
ბანანით კვება ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ზრდას და თავიდან აგარიდებთ დილაობით სისუსტეს. 3) წყლულები:
ბანანის გამოიყენება როგორც დიეტური საკვები ნაწლავის დარღვევების წინააღმდეგ, მისი რბილი ტექსტურის და სიგლუვის გამო. იგი ასევე ანეიტრალებს ზედმეტ მჟავიანობას და ამცირებს კუჭის გაღიზიანებას. 4) ნერვები:
ბანანში დიდი რაოდენობითაა B ვიტამინები, რომელიც ეხმარება ადამიანს ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. 5) PMS (პრემენსტრუალური ციკლი):
დაივიწყეთ ტკივილის საწინააღმდეგო აბები და ჩაანაცვლეთ ისინი ბანანით. ვიტამინი B6 არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს განწყობაზე კრიტიკულ დღეებში.6) ანემია:
მაღალი რკინის საშუალებით, ბანანი ასტიმულირებს და არეგულირებს ჰემოგლობინს სისხლში, ასე გვეხმარება ის ანემიის დაძლევაში. 7) ტვინის სიმძლავრე:
200 სტუდენტს ტვიქჰემის სკოლაში (ინგლისი) გამოცდაზე აჭამეს ბანანი, ამან კი გაზარდა მათი ტვინის ძალა. კვლევამ აჩვენა, რომ კალიუმის შემცველი ხილი დაგეხმარებათ ინფორმაციის ადვილად მიღებაში და ანიჭებს ადამიანებს სიფხიზლეს.8) შეკრულობა:
ბანანის შემცველი დიეტის საშუალებით შეიძლება აღდგეს ნაწლავების ნორმალური მოქმედება, იგი გვეხმარება დავძლიოთ ეს პრობლემა საფაღარათო საშუალებების გარეშე.9) გულძმარვა:
ბანანს აქვს ბუნებრივი ანტაციდური ეფექტი ორგანიზმისთვის, ასე რომ, თუ თქვენ განიცდით გულძმარვას, ეცადეთ ჭამოთ ბანანი.10) კოღოს ნაკბენები:
კოღოს ნაკბენის გაღიზიანებამდე კარგია დაზიანებულ ტერიტორიაზე ბანანის კანის შეზელვა. ბევრ ადამიანს საოცრად უმცირდებათ შეშუპება და გაღიზიანება.