x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135746
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
ქვიშის საათი

ძალიან დიდი ხანია ერთი კითხვა მიტრიალებს თავში, ღრმა
ბავშვობიდან ვფიქრობ ამ კითხვაზე, მაგრამ ცხოვრების ყველა ეტაპზე სხვადასხვა პასუხი
ქონდა. მაშინ როცა ჯერ კიდევ ბაღის კედლებში
ვიღებდი ბავშვურ გამოცდილებას, მეგონა რომ სიყვარული იყო თამაში ჩემს თანატოლებთან,
ჩიტების სიყვარული ვიცოდი, მიყვარდა მოწმენდილი ლურჯი ცა, მიყვარდა ძილი, მიყვარდა
ბებოს ზღაპრები ძილის წინ, სამსახურიდან დაბრუნებული მშობლების საჩუქრები მიყვარდა
განსაკუთრებით. ეს ყველაფერი ჩემს გულსა და გონებაში უკიდეგანო სიყვარულად მიმაჩნდა,
რეალურად ეს იყო სიყვარული, თუმცა მე კითხვა ისევ კითხვად მრჩებოდა. შემდგომი ეტაპი
იყო სკოლა, სადაც ჩემი „სასიყვარულო“ ნუსხა საგრძნობლად გაიზარდა ჩემთან ერთად! მახსოვს
განსაკუთრებულად მიყვარდა გაზაფხულის სუნი, ხეები რომ ყვავილობდა. ჩემს სახლამდე მისასვლელად დიდი ხეივანი უნდა გაგევლო,
ყოველთვის როცა სკოლიდან ვბრუნდებოდი და ამ ხეივანს გავდიოდი, თავი ალისას საოცრებათა
ქვეყანაში მეგონა და უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა გაზაფხულისადმი სიყვარული. ეს ისეთი
ძლიერი სიყვარული იყო, ისეთი მძაფრი, რომ მეგონა ამ სიყვარულს შეეძლო ცაში ავეფრინე
და ქვეყნიერება ზემოდან დამენახა.... სიგიჟემდე მიყვარდა ყვავილები. დედა-შვილობანას
ვეთამაშებოდი ხოლმე, ვეფერებოდი, ვესაუბრებოდი და ყოველდღიურ ამბებს ვუყვებოდი ხოლმე.
გუშინდელი დღესავით მახსოვს, ჩვენი სახლის უკანა ოთახში ვიკეტებოდი ხოლმე და ღმერთს
სიყვარულს ვუხსნიდი, ვევედრებოდი ჩამოდი და ჩამეხუტეთქო, ისე ძლიერ სიყვარულს ვგრძნობდი
მეგონა რომ მართლა მოდიოდა და მეხუტებოდა ხოლმე J
J J მაგრამ, ყველაზე ძლიერი სიყვარულით ჩემი ოჯახის თითოეული
წევრი მიყვარდა. სულ ბებოსთან ერთად ვიძინებდი და ვიღვიძებდი ხოლმე, ზღაპრებს ისეთი ენთუზიაზმით მიყვებოდა რომ თვალდახუჭული
იმ ზღაპრულ სამყაროში ვხვდებოდი.... ეს იყო საოცრება.... ეს იყო ჩემი ჯადოსნური სიყვარული....
მაშინ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მამაკაცი მიყვარდა გაგიჟებით, მხოლოდ ის ერთი მამაკაცი
იყო ჩემთვის ყველაზე საყვარელი!!!


მას შემდეგ
ძალიან ბევრი წელი გავიდა, გავიზარდე მეც და ჩემი „სასიყვარულო“ ნუსხაც.... ბაღი სკოლამ შეცვალა, სკოლა უნივერსიტეტმა, უკანასკნელმა
კი მთელი ჩემი ცხოვრება.! ცხოვრების ამ ეტაპზე გამოვცადე ის რაც ალბათ ყველას ელის
ცხოვრებაში. მაშინ მივაგენი კითხვის პასუხს, თუ რა არის სიყვარული....


მუქი ლურჟი შარვალი მეცვა, თეთრი-ლურჯში მაისური, ვარდისფერი
ჟაკეტი და ფეხსაცმელი, იქ სადაც მას შევხვდი კიდევ უამრავი სხვა იყო, უამრავი. როცა
გავიცანი ვიფიქრე, რომ ერთი განებივრებულ-გატუტუცებული დედიკოს ბიჭი იყო, ისეთი რომ
ტიპობენ და ყეყეჩობენ... მას შემდეგ ჩვენი შეხვედრები გახშირდა. (საერთო სამეგობრო
წრის წყალობით) დავმეგობრდით, დავძმაკაცდით და მაშინ რომ გეკითხათ ჩემთვის როგორია
შენთვის ძალიან საყვარელი მეგობარითქო მის ფიზიკურობასა და ადამიანობას აგიღწერდით.
ძალიან ბევრ, უამრავ დადებით მხარეს გეტყოდით.... მალე კი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა.
უცებ სულ სხვა სამყაროში მოვხვდი. ვგრძნობდი რომ ყოველი დღის გათენება განსაკუთრებულად
მის გამო მიხაროდა, ყოველი შეხვედრა მახსოვს, ყველა მოქმედება. ბედნიერი ვიყავი როცა
ვგრძნობდი რომ ვიღაც ჩემზე ზრუნავდა....... ჩემი საზრუნაავიც მხოლოდ და მხოლოდ ის იყო,
რომ მისთვის კიდევ უფრო მეტად მომეწონებინა თავი, ჩემი რეალურობითა და აბსოლიტური ადამიანობით,
კიდევ უფრო მეტად შემყვარებოდა და ეს გიჟური, არაამქვეყნიური სიყვარული მისთვის გამეზიარებინა.ბევრი
რამ მიყვარდა მასში. მისი საოცრად მაგარი სურნელი, თვალები, მისი თითები, ფრჩხილებიც
კი მიყვარდა.... მაგრამ არა, მე ყოველთვის ვეწინააღმდეგები სიტყვას-მიყვარდა. რატომ?
გულიდან სიყვარულს ვერასდროს წაშლი, სიძულვილით კი ის გძულს ვინც ყველაზე ძალიან გიყვარს!
ყველა ის გათენებული ღამე მიყვარს, რომელიც მასთან საუბარში გამიტარებია, ჯერ კიდევ
ძალიან ახლო მეგობრები რომ ვიყავით, მიყვარს და ამ სიყვარულზე მეტად
................. ალბათ, მე ვერ შევძელი
მასში შესაბამისი ფასეულობებისა და ღირებულებების აღმოჩენა და მიგნება, ჰო, ალბათ ყველაზე
დიდი შეცდომა სწორედ იმ გოგოებს მოგვდის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვისაც
ჩვენი ღვთიური სიყვარულის განაწილება კიარა მთლიანად ჩუქება გვინდა ხოლმე, და საერთოდაც
ყველაფერი მათთვის გვინდა რომ ვაკეთოთ, მათთან ერთად, მათსავე ბედნიერებისთვის! მაგრამ
ზოგი ამას ვერასდროს მიგიხვდება! პარადოქსია, მაგრამ მე ის ისევ ისეთი ლამაზი, სათუთი,
არაამქვეყნიური გიჟური სიყვარულით მიყვარს, რომელიც ჩემი ოცნების სასახლიდან რეალურ
ჯოჯოხეთურ ქოხში ვცდილობდი რომ გადმომებარგებინა! მახსოვს, წმინდა ნიკოლოზის ხატთან
ვიდექი და ვევედრებოდი ჩემთვის გონება გაენათებინა და ჩემი ბედნიერებისაკენ მიმავალ
გზაზე დავეყენებინე, ნამდვილი ჭეშმარიტი სიყვარული შევავედრე მას, მეოთხე დღეს კი მამაკაცისგან
პირველად მოვისმინე ის, რამაც მაგრძნობინა რომ ამად ღირდა ცხოვრება! აი, სწორედ მაშინ
ავაშენე ჩემი ოცნების სასახლე!


ზუსტად ამ ურთიერთობამ მასწავლა რა არის ნამდვილი სიყვარული:
ეს არის გრძნობა, რომელიც გაძლევთ ძალას იმისთვის რომ ბედნიერად გრძნობდეთ თავს, ეს
არის ის რაც გაიძულებთ რომ იყოთ ყველასგან გამორჩეული, გულის კუმშვას რომ ახშირებს
და ამძაფრებს, თითქოს ყელში ამოსვლას ლამობსო, (ეს არის უძლიერესი სიყვარული.) ყველაზე
მაგარი და ყველაზე საშინელი გრძნობა, გრძნობებს შორის.! ეს არის გრძნობა, რომელიც ბევრ
რამეს გასწავლის ცხოვრებაში, სიყვარული ეს არის, სკოლა, სადაც ყოველდღე ცხოვრებისეულ
გამოცდაზე გადიხარ და ამ გამოცდიდან აუცილებლად გამოგაქ დადებითი ან უარყოფითი „ნიშანი“......
ეს არის გრძნობა რომელიც მოგცემს ძალას და ნებას განადგურდე ან გაბედნიერდე! ჩემი ყველაზე
ძლიერი სიყვარულის ქვიშის საათი ბოლო წუთებსღა
ითვლის......


ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ!


პატარა გოგოს დიდი სიყვარულის პატარა ისტორია!


0
65
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჭაბუკიანი
ნინო ჭაბუკიანი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0