შოუბიზნესი ცნობილი სელებრითები, რომელთაც არასრულწლოვან ასაკში სკანდალურ ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა 2014, 11 დეკემბერი, 20:34 თამამი და მეტიც, შიშველი ფოტოსესია დღეს ფულის შოვნის ძირითად პრინციპს წარმოადგენს და საზოგადოების მასის აღშფოთებისა თუ შეუგუებლობის მიუხედავად, მაინც აქტუალურია. მართალია 80-90-იან წლებში ჯერ კიდევ გაგვაჩნდა სირცხვილის გრძნობა თუ მენტალური თავშეკავება, თუმცა მაშინაც ხდებოდა მეტ-ნაკლებად მსგავსი, თუმცა მაინც მსუბუქი პორნოგრაფიული შინაარსით.
ახლო წარსულში მოდური ჟურნალების თუ სხვადასხვა მედიის საშუალებით საზოგადოებამ შეიტყო მოდის ინდუსტრიაში ჩართული ახალბედა 10 წლის გოგონას Thylane Blondeau-ს შესახებ, რამაც რაღა თქმა უნდა დიდი აჟიტირება გამოიწვია და საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა გამოხატა ერთობლივი აზრი იმისა, რომ მისთვის ეს ნაბიჯი და თამამი ფოტოები ნაადრევი იყო. თუმცა ის არ არის პირველი არასრულწლოვანი მოდელი თუ სელებრითი, რომელმაც მიიღო თამამ ფოტოსესიაში მონაწილეობა. გარდა თილანისა ადრეულ ასაკში განსჯის თემები გახდნენ ასევე Brooke Shields-ი, Miley Cyrus-ი, რომელიც არც დღეს აკლებს საზოგადოების გაოცებას, Britney Spears-ი და სხვანი. დღევანდელ სტატიაში სწორედ, რომ იმ არასრულწლოვანი ცნობილების თამამ ფოტოსესიაზე მინდა გესაუბროდ, რომელთა შესახებ დღეს ცოტამ თუ იცით. აი ისინიც: 1. Thylane lena-rose Blondeau. ფეშენ ინდუსტრიაში ჩართული 10 წლის ულამაზესი გოგონა-მოდელი Thylane lena-rose Blondeau დაიბადა 2001 წლის 5 აპრილს საფრანგეთში, საკმაოდ ცნობილ ოჯახში. მამა- პატრიკ ბლონდი: ყოფილი ფეხბურთელია, დედა- ვერონიკა ლუბრი: ტელეწამყვანი, ფოტოგრაფი და ბავშვთა ტანსაცმლის დიზაინერი. თილანი მცირე ასაკის მიუხედავად უკვე ჩართულია ფეშენ ინდუსტრიაში. მისი გადაღებები 2005 წლის ოქტომბერში დაიწყეს, როცა ის ჯერ მხოლოდ 4 წლის იყო. ასეთი ფიზიკური მონაცემების გამო, პატარა გოგონას უამრავი შემოთავაზება, კონტრაქტი და ფული აქვს. იგი ყველაზე მოდური და წარმატებული ჟურნალ VOGUE-ს კაშკაშა სახეა. თუმცა მისმა ერთ-ერთმა ფოტოსესიამ გამოიწვია აჟიოტაჟი. "როგორ შეიძლება, პატარა 10 წლის გოგონას გაუკეთო ასეთი მაკიაჟი, ჩააცვა მაღალ ქუსლებზე, მორთო ბრილიანტებით"--აცხადებენ კრიტიკოსები. მათ, ფოტოებს უწოდეს- პედოფილებისა და გარყვნილების ოცნება; რედაქტორს, ფოტოგრაფსა და მშობლებს- გიჟები; პატარა გოგონას კი- მსხვერპლი. 2. Brooke Shields. 1980 წელს სარეკლამო კომპანიაში, რომლის დიზაინერიც იყო Calvin Klein Jeans-ი, მონაწილეობა მიიღო Brooke Shields-მა. ერთი შეხედვით ცუდი არაფერია, თუმცა ის იმ დროისათვის მხოლოდ 15 წლის იყო. თინეიჯერი გოგონას სარეკლამო, პროვოკაციულმა პოზებმა (1980 წლისათვის მიუღებელი) გამოიწვია მთელი შტატების აჟიოტაჟი. 3. Miley Cyrus. 2008 წლის ივნისის ნომრის, ჟურნალ Vanity Fair-ის გარე კანზე გამოჩნდა მაილის ფოტო, რომელიც განასახიერებდა კარგი ოჯახის აღზრდილ შვილს Disney-ს სამყაროში. Annie Leibovitz-ის მიერ გამოქვეყნებულმა მაილის ფოტომ, სადაც ის 15 წლის ასაკში მკერდმოშიშვლებულია, გამოიწვია საზოგადოების კრიტიკა. მას მერე გაეხსნა მაილის გზა შოუ ბიზნესში და როგორც უკვე ცხადია ყველასთვის, იგი ჩვენს გაოცებას დღემდე ახერხებს ექსტრავაგანტული და უხამსი საქციელებით. 4. Britney Spears. პოპ ვარსკვლავი Britney Spears-ი უკვე 18 წლის იყო, როდესაც 1999 წელს გამოჩნდა ლეგენდარული ჯგუფის Rolling Stone-ს ჟურნალის გარეკანზე. საზოგადოების იმ ნაწილმა, რომლებიც იყვნენ მშობლები, მიიჩნიეს, რომ ფოტოები იყო სექსუალური და მათ შვილებზე იქონიებდა ცუდ ზეგავლენას. 5. Angelina Jolie. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი Angelina Jolie თავდაპირველად იყო არც თუ ისე ცნობადი მოდელი, რომელმაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობის პერიოდში ( Beverly Hills High School) 16 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა თამამ და პროვოკაციულ ფოტოსესიაში. 6. American Apparel. ტანსაცმლის ბრენდების აღმასრულებელმა დირექტორმა და American Apparel-მა მიიპყრეს უცხოური პრესის დიდი ყურადღება და 2009 წელს გაეხვნენ სკანდალში, ვინაიდან იმ დროისათვის გოგონა იყო 16 წლის და მიიჩნიეს, რომ მისი ასაკისთვის ფოტოები იყო საკმაოდ თამამი და გამომწვევი. სააგენტომ "United Kingdom Advertising Standards Authority"-მ აკრძალა სარეკლამო კომპანიებისთვის ფოტოსესიაში მონაწილეობა მიეღოთ მოდელებს 23 წლის ასაკამდე და არა არასრულწლოვან სექსუალურ მოდელებს, რომლებიც სინამდვილეში არიან დაუცველი ბავშვები. 7. Kendall Jenner. Kardashian-ების ოჯახი სრული შემადგენლობით დღემდე არ კარგავს აქტუალობას და ყოველ დაჯილდოვებასა თუ მეგა შოუებს ყოველთვის გამორჩეულად ხვდება, უფრო მეტიც, სამივე დას ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონის სტატუსიც კი მიანიჭეს. თუმცა დღევანდელი სტატიის თემას- არასრულწლოვანი სელებრითების სკანდალურ შვიდეულს დაასრულებს Kendall Jenner-ი, რომელიც ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში მოექცა პრესის, საზოგადოებისა თუ მედია საშუალებების ჭორების ქარ-ცეცხლში. 1012 19-ს მოსწონს
|