x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
იდუმალებით გამქრალი ადამიანები
იმ ადამიანების საქმე, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ, ძირითადად გაუხსნელი რჩება ნივთიერი მტკიცებულებების სიმცირის გამო, თუმცა მათ გაუჩინარებას მოეძებნება ლოგიკური ახსნა.მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანის გაუჩინარება სრულიად იდუმალებითაა მოსილი და არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება.უფრო მეტ კითხვებს აჩენს, ვიდრე პასუხებს.სწორედ მსგავს ფაქტებზე გვექნება ქვემოთ საუბარი.

1-ლეინტენატ ფელიქს მონკლის გაუჩინარება-1953 წელს ლეინტენანტი ფელიქს მონკლი მსახურობდა კონროსის ავიაბაზაში(შტატი მიჩიგანი).მისი მორიგეობის დროს რადარზე მორიგემ შეამჩნია ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, ხელმძღვანელობამ ფელიქსს უბრძანა აფრენილიყო და კვალში ჩადგომოდა უცნობ ობიექტს.იგი ავიაგამანადგურებელ "F-89 Scorpion"-ით ცაში აიჭრა.როდესაც 800 კმ. სიჩქარით თვითმფრინავი 2135 მეტრის სიმაღლეზე უცნობ ობიექტს მიუახლოვდა, მალევე უცნობ ობიექტთან ერთად თვითმფრინავი რადარის ეკრანებიდან გაქრა.

image

ამის შემდგომ თვითმფრინავის და პილოტის შესახებ აღარაფერია ცნობილი.იგი უკვალოდ გაქრა.ხანგრძლივმა ძიებამ და კვლევამ შედეგი ვერ მოიტანა და ეს ინციდენტი დღემდე ბურუსითაა მოცული.

imageimageimage



2-ფრედერიკ ვალენტიჩის გაქრობა-1978 წელს ფრედერიკი ამერიკული მსუბუქ სპორტულ თვითმფრინავზე "Cessna 182L"-ზე დაჯდა და კუნძულ კინგზე გაფრინდა(ავსტრალია)..გზაში დისპეტჩერებს გადმოსცა, რომ მას ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მოსდევდა.
image

მალევე ვალენტიჩის თვითმფრინავი რადარის ეკრანებიდან გაქრა.ამის შემდეგ მასზე აღარაფერია ცნობილი.

ბევრი ექსპერტი სკეპტიკურად მოეკიდა ვალენტიჩის ინფორმაციას, თითქოს მას ამო მოსდევდა, თუმცა მოგვიანებით როდესაც ექსპერტებმა გაანალიზეს მისი უკანასკნელი საუბარი დისპეტჩერებთან, ჩანაწერში აღმოაჩინეს მეტალის უცნაური ხმა, რომლის ახსნაც მათ ვერ შეძლეს.

image

კუნძული კინგი, სადაც ვალენტიჩის თვითმფრინავი უკვალოდ გაქრა.


ავსტრალიის სამეფო-საჰაერო ძალების პრეს-მდივანის განცხადებით, იმ დღეს, როდესაც ვალენტიჩი უკვალოდ გაქრა, ცაზე 10-მდე ამო იქნა დაფიქსირებული.

image

3-ბენინგტონის სამკუთხედი-ეს ადგილი შტატ ვერმონტის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილია, სადაც უკვალოდ გაქრა 10-მდე ადამიანი 1920- 1950 წლებში.
1949 წლის 1 დეკემბერს ავტობუსიდან გაქრა მგზავრი ჯეიმს ტეტფორდი, მოწმეები ამტკიცებდნენ, რომ მძინარე მამაკაცი მანამდე გაქრა ავტობუსიდან, სანამ ბოლო პუნქტამდე, -სეინტ-ოლბანსამდე მიაღწევდა.გამოძიებამ, რომელიც რამდენიმე წელიწადი გრძელდებოდა არავითარი შედეგი არ გამოიღო.ეს გახლავთ ერთ-ერთი ამბავი იმ იდუმალებით გამქრალი ადამიანებისა, რომლებიც ბენინგტონის სამკუთხედში გაქრნენ.image

1946 წლის 1 დეკემბერს ბენინგტონის სამკუთხედში დაიკარგა 18 წლის სტუდენტი პოლა ჯინ უედენი.

1950 წლის 12 ოქტომბერს უკვალოდ გაქრა 8 წლის პოლ ჯეპსონი.

image

4-ინიუტების გამქრალი სოფელი-1930 წელი ჩრდილოთ როზუელი. როცა ქრება ადამიანი, ეს ერთი საკითხია, მაგრამ როდესაც უგზო-უკვლოდ ქრება მთლიანი სოფელი 2000 მაცხოვრებლით ეს უკვე სულ სხვა ამბავია.
image

კანადელი მონადირე ჯო ლაბელი ხშირად სტუმრობდა ხოლმე ესკიმოსების სოფელს, რომელიც ანჟიკუნის ტბის სიახლოვეს მდებარეობდა.
თუმცა ნოემბრის ერთ დღეს როდესაც სოფელში შევიდა, იქ არავინ დახვდა.სახლები ცარიელი იყო.მან აღმოაჩინა მბჟუტავი ცეცხლი, რომელზეც ხორცით სავსე გაშავებული ქვაბი იდგა.

image

მონადირემ დაუყონებლივ ხელისუფლებას შეატყობინა.დაიწყო გამოძიება,
ადამიანის არავითარი კვალი არ იყო სოფელში დარჩენილი, ესკიმოსების ძაღლები თოვლის ქვეშ მოყოლოლები, შიმშილით იყვნენ გარდაცვლელები, თუმცა საკვების მარაგი ხელუხლებლად იყო დატოვებული სახლებში და სარდაფებში.
იყო კიდევ ერთი ამოუხსნელი ფაქტი: ესკიმოსთა საგვარეულო სამარხები ცარიელი იყო.

image

5-ნორფოლსკის პოლკის გაქრობა-რამდენიმე ჯარისკაცი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ მთლიანი პოლკის გაქრობის მოწმენი იყვნენ 1915 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს.

image

ახალი ზელანდიის პოლკის ჯარისკაცები ამტკიცებდნენ, რომ თავიანთი თვალით დაინახეს როგორ გაიარა ფერდობი სულვას ყურეში(თურქეთი)ნორფოლსკის სამეფო ბატალიონმა, ბორცვი დაფარული იყო დაბალი ღრუბელით, თუმცა იქიდან აღარავინ გამოსულა.როდესაც ომი დამთავრდა, ბრიტანეთის მთავრობა ვარაუდობდა, რომ ბატალიონი თურქებმა ტყვედ აიყვანეს და მათი გადმოცემა მოსთხოვეს, თუმცა თურქეთის მთავრობა ამტკიცებდა, რომ ბატალიონთან კონტაქტში არასდროს შესულა და მით უმეტეს, ტყვედ არ აუყვანიათ.


0
129
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0