x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ შევკეროთ საკუთარი ხელით "უგები"
კარგა ხანია ვიგრძენით ბევრისთვის ასე ნანატრი და საყვარელი დროის-ზამთრის მობრძანება, რომელსაც თავისი განსაკუთრებული ტრადიციების თუ უბრალოდ თოვლის გამო შეუძლია თავი ნებისმიერ ჩვენგანს შეაყვაროს, თუმცაღა არსებობენ ერთეული გამონაკლისებიც. ზამთრის დადგომასთან ერთად ხომ იმატებს ჩვენი თავსატეხიც, თუ როგორი შესამოსელი მოვირგოთ, რომელიც განსაკუთრებულიც იქნება, პრაქტიკულიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოდური.


უკვე 6-7 წელზე მეტია საქართველოში აქტუალობას ინარჩუნებს ზამთრის ხეფსაცმელი, ე.წ. "უგები", რომელიც დროისა და მოდის ცვლილებასთან ერთად დგას მყარად თავის საფეხურზე და დღემდე აქტუალურია თინეიჯერებსა და არა მარტო მათში. საკუთარი გამოცდილებიდანაც ვიტყვი, უგი რომ არის საკმაოდ პრაქტიკული და თბილი მოსახმარი. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ბოლო დროს ფართოდ მომრავლდა ე.წ. "პატენტი საქონელი", რაშიც მოცემულ სიტუაციაში უგებს ვგულისხმობ, მომხმარებლებს ფაქტობრივად გამოგვდის ფულის გადაყრა, არამც თუ ეკონომიის გაკეთება მისი ყიდვის შემთხვევაში, ხოლო ხარისხიან საქონელს რომ მაღალი ფასი აქვს შესაბამისად, ეს ყველა ჩვენგანმა იცის, თუმცა ყველასთვის ხელმისაწვდომი ვერ ხდება.


image


სწორედ ამის გამო, გადავწყვიტე თქვენთვის სტატიის სახით გამენდო პატარა საიდუმლო, რომლის მეშვეობითაც სულ რაღაც ერთი საათის განმავლობაში გექნებათ შესაძლებელი მომარჯვებული ხელსაწყოებისა და საჭირო ინვენტარის მეშვეობით ხელმარჯვე დიასახლისებმა თუ თინეიჯერებმა შექმნათ სასურველი უგი საკუთარი ხელით სახლიდან გაუსვლელად, რისთვისაც დაგჭირდებათ ძველი სქელძირიანი "შლოპანცი", რომელიც არ დაგენანებათ გამოსაყენებლად, მუყაო, ასევე "დუბლიონკა", ან იყიდოთ მატერია. გამოჭრილ თარგებსა და დეტალებს საკერავი მანქანის მეშვეობით შეაერთებთ, გემოვნების მიხედვით დააკერებთ დეკორატიულ ლენტს, ელვას, ბისერს ან ღილს ნაწიბურების დასაფარად და მზად არის თქვენი უგები. ამ ყოველივეს კი ფოტოსა და ვიდეოს მეშვეობით განგიმარტავთ უფრო დაწვრილებით.



ისღა დამრჩენია დაგიტოვოთ ფოტო და ვიდეო გაკვეთილი და გისურვოდ თბილი და ბედნიერი ზამთარი.



imageimageimageimageimage




6
2308
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2308
  
2014, 10 დეკემბერი, 19:23
საინტერესოა როგორც ყოველთვის.
2014, 10 დეკემბერი, 17:49
კიიი :)
2014, 10 დეკემბერი, 17:47
ე.ი. ფეხსაცმლის კარგი ხმარება გცოდნია ;)
2014, 10 დეკემბერი, 17:46
არც მაგდენს გადავყრი კიდე :D 30 ლარიანიც წავა :D
2014, 10 დეკემბერი, 17:44
მაშინ გადაყარე 60-90 და მეტი ლარი :P :)))
2014, 10 დეკემბერი, 17:39
ხო აბა ეხლა ეგ მაკერინე კიდე :D
0 1 6