შოუბიზნესი ყველაზე პროვოკაციული მოდელი გოგონა, რომლის დანახვაც შიშს მოგგვრით 2014, 10 დეკემბერი, 10:48 ხანმოკლე პაუზის შემდეგ გადავწყვიტე თქვენთვის საინტერესო მასალით დავბრუნებულიყავი, რომლითაც დარწმუნებული ვარ ჩემს ერთგულ მკითხველებს გაგახარებთ. ჩემეულა წინსართების წერას აღარ მოვყვები და გადავალ პირდაპირ თემაზე. დღევანდელ სტატიაში კი მინდა გამცნოთ ადამიანის შესახებ, რომელიც ბევრ თქვენგანს ეყოლება ნანახი, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს რეალურად "ის არის".
კარგად მოგეხსენებათ, რომ მოდელები, რომელთა ფოტოებით აჭრელებულია პრიალა ყდიანი მოდური ჟურნალები, აუცილებლად გამოირჩევიან სრულყოფილი ფიგურით, მოვლილი თმითა და სახით. თუმცა ის, ვინც მინდა გაგაცნოთ, ნამდვილად გამოიწვევს თქვენს გაოცებასა და განსაზღვრული დოზით შიშსაც. 25 წლის, ვინმე Melanie Gaydos-ისთვის სულაც არ ყოფილა საჭირო ზემო ხსენებული სამოდელო პარამეტრები იმისათვის, რომ საყვარელ საქმიანობაში ჩართულიყო და თავი გაეცნო მსოფლიოსთვის, ის ფუნდამენტურად განსხვავდება საყოველთაოდ მიღებული სამოდელო კანონებისგან, თუმცა გოგონას მსოფლიო იცნობს. გაიცანით, 25 წლის Melanie Gaydos-ი, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს ა.შ.შ-ში. საზოგადოების განსაზღვრული მასა არ ერიდება შეასხას გოგონას დაცინვა და ლანძღვა, (რაც უფრო უკეთ გამოგვდის) ხოლო საზოგადოების ის ნაწილი, რომელთაც მიეცათ საშუალება, მხოლოდ მცირედი ურთიერთობა ჰქონოდათ მელანისთან, აღნიშნავენ, რომ გოგონას აქვს საოცარი ენერგია, ქარიზმა და შინაგანი სილამაზე. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ აღიარებულ სამოდელო პარამეტრებს საერთოდ არ შეესაბამება, გახდა მსოფლიოში ცნობილი, მდიდარი და გარდა ამისა შეეცვალა დამოკიდებულება საკუთარი თავისა და იმ კითხვის მიმართ, თუ რა არის სილამაზე. ის იღებს უამრავ ფოტოსესიაში მონაწილეობას და ამშვენებს ცნობილ და ბრენდულ ჟურნალებს. Melanie Gajdos-ი განიცდის იშვიათ გენეტიკურ დაავადებას- ექტოდერმულ დისპლაზიას, რომელსაც მეორენაერად "ბერლინის სინდრომს" უწოდებენ. უფრო თვალსაჩინოდ კი ასე ინმარტება - ბერლინის სინდრომი – ექტოდერმული დისპლაზია პალმო – პლანტარული კერატოზით: დაბალი ტანი, წვრილი ფეხები, გონებრივი განუვითარებლობა, ჰიპოგონადიზმი, წარბების ჰიპოპლაზია, სუსტი გათმიანება, ნაადრევი გაჭაღარავება და კანის დანაოჭება, კბილების ზრდის დაგვიანება, ჰიპოდონტია, კიდურების მელანოლეიკოდერმია (ლეოპარდის კანი), ტელეანგიექტაზიები ტუჩებზე, იდაყვების და მუხლების მიდამოში, პალმო – პლანტარული კერატოზი, მსუბუქი ჰიპერჰიდროზი, ფალანგთაშორისი სახსრების ზომაზე მეტი ”წელვადობა”. უფრო იოლ და გასაგებ ენაზე კი დაავადება უარყოფით გავლენას ახდენს თმის, ფრჩხილებისა და კანის განვითარებაზე, ზოგჯერ კი ასევე ხელს უშლის ძვლების ფორმირებას. ექტოდერმული დისპლაზია ყველა მისით დაავადებულ ადამიანზე სხვადასხვაგვარად ახდენს გავლენას, მელანის შემთხვევაში კი მისი მძიმე ფორმაა, რამაც გაუხადა გოგონას ასეთი საშინელი მზერა. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა იგი ცხოვრობს ჩვეულებრივი ცხოვრების წესით, მოირგო სტილი, ადგილი, ჰყავს მეგობრები და მათ შორის ცნობილი ფოტოგრაფები, რეჟისორები და მუსიკოსები. მისი ძალიან ახლო მეგობარია კინორეჟისორი Jim Jarmusch-ი, რომელიც ამბობს, რომ მელანის აქვს სრულიად სუფთა და ლამაზი სული. მსოფლიო პოპულარობა კი მელანიმ ჰპოვა არა ფოტომოდელობით, არამედ Rammstein -ის კლიპი "Mein Herz Brennt"-იდან, სადაც მიიღო მონაწილეობა და სწორედ იქ იხილა მაყურებელმა ის თავდაპირველად. ესეც მელანის ფოტოები დამატებით: 272 18-ს მოსწონს
|