x
image
Ezhichok
ზოდიაქოს რომელ ნიშანს ვანდოთ ნათურის გამოცვლა?
imageწარმოიდგინეთ, ახალი წლის ღამეს აღნიშნავთ მეგობრებთან ერთად სახლში. უცებ ნათურა გადაიწვება. თქვენ ელექტროობასთან ცუდი ურთიერთობა გაქვთ, ამიტომ მოგიწევთ მეგობრებიდან ერთ-ერთს სთხოვოთ დახმარება... თუ ეს სტატია წაკითხული გექნებათ, მეგობრის ამორჩევა ამ საქმისთვის არ გაგიჭირდებათ.



რამდენი ვერძია საჭირო იმისათვის, რომ გამოცვალოს ნათურა?
- ერთი, მაგრამ გირჩევთ ამ პროცესში მისგან თავი შორს დაიჭიროთ.



რამდენი კუროა საჭირო იმისთვის, რომ გამოცვალოს ნათურა?
- ერთი. უფრო სწორად ერთი, ოღონდ მაშინ, როდესაც კარგ ხასიათზე იქნება.


რამდენი ტყუპია საჭირო ნათურის გამოსაცვლელად?
- ორი!




რამდენი კირჩხიბია საჭირო ელექტრო ნათურის გამოსაცვლელად?
- ერთი, ოღონდ შეიძლება გამოცვლის შემდეგ ეს ერთიც არ დარჩეს...



რამდენი ლომია საჭირო, ნათურის გამოსაცვლელად?

- ერთი, ოღონდ თან უნდა ახლდეს ბრბო, რომელიც უმღერის მას "ალილუიას".



რამდენი ქალწულია საჭირო, ნათურის გამოსაცვლელად?

- მინიმუმ ოთხი. ერთი, რათა ძველი ნათურა მოხსნას, მეორე - რათა გაყვანილობა შეამოწმოს, მესამე - ახალის დასაბნევად, ხოლო მეოთხე ნაგვის მოსაშორებლად.



რამდენი სასწორია საჭირო, ნათურის გამოსაცვლელად?
- ალბათ ორი... ერთი, რათა გამოცვალოს ნათურა, ხოლო მეორე, რათა არ გამოცვალოს.



რამდენი მორიელია საჭირო იმისთვის, რომ ნათურა გამოცვალოს?
- არც ერთი... ღრიანკალი თავს სიბნელეშიც მშვენივრად გრძნობს.



რამდენი მშვილდოსანია საჭირო, ნათურის გამოსაცვლელად?

- ერთი მშვილდოსანი... და 11 ზოდიაქოს სხვა ნიშანი, რათა იტრიალონ მის გარშემო.


რამდენი თხის რქაა საჭირო ნათურის გმაოსაცვლელად?

- ერთი.. ოღონდ თავიდანვე შევთანხმდეთ რომ ეს მისი იდეა იყო.


რამდენი მერწყულია საჭირო ნათურის გამოსაცვლელად?

- ერთი... თუმცა ის გააკეთებს ამას უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით.


რამდენი თევზია საჭირო, ნათურის გამოსაცვლელად?

- ჰა? შუქი ჩაქრა?

1
63
7-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
63
  
2014, 9 დეკემბერი, 22:56
:))) კარგად ვიხალისე, განსაკუთრებით თევზებზე, ანუ საკუთარ თავზე. :))
0 1 1