x
ქობულეთში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის პანსიონმა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს სოციალური დეპარტამენტის პატრონაჟის ქვეშაა, პირველი ბენეფიციარები მიიღო


საქველმოქმედო ფონდ სოციალური პარტნიორობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის პანსიონმა ფუნქციონირება დაიწყო. განცხადების ტექსტს გთავაზობთ უცვლელად, როგორც ფონდის მიერ იქნა დაანონსებული: "გენერალ მაზნიაშვილის სახელობის პანსიონმა დავიწყეთ მოსწავლეების მიღება. პანსიონში ბავშვების სწავლა - განათლება - განვითარებისათვის ყველა პირობაა შექმნილი. ჩვენი მაღალკვალიფიციური აღმზრდელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ბედნიერი და უზრუნველყოფილი ბავშვობა. ბავშვების აღზრდაში ერთმნიშვნელოვნად უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებენ ბავშვების მშობლებიც, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულები ბავშვების აღზრდაში. ბოლო 4 თვის მანძილზე აქტიუად მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები პანსიონის მატერიალურ - ტექნიკური ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
განსაკთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ საქართველოს საპატრიარქოს სოციალურ დეპარტმენტს, რომელმაც ჩვენს პროექტს დიდი მხარდაჭერა გაუწია და რომელიც აქტიურად გვეხმარება სახლების მართვაში. ჩვენს შორის გაფორმებულია 10წლიანი მემორანდუმი, რის ფარგლებშიც კიდევ ასობით ბავშვი მიიღებს უმნიშვნელოვანეს დახმარებას და მხარდაჭერას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პროექტებში სხვა ორგანიზაციების ჩართულობაც გაიზრდება", - აცხადებს ფონდ სოციალური პარტნიორობის დირექტორი გიორგი ქვრივიშვილი.




0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:სუპერ ნიუსი
სუპერ ნიუსი
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0