x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138968
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
გიორგი ლეონიძე ,,ყივჩაღის პაემანი"

image ჩვენი საუკუნის პოეტთაგან ცოტას თუ გაუთავისებია და შეუსისხლხორცებიაეროვნული ხალხური პოეზიის მოტივები და ცპეციფიკური პეოტური ნიშან-თვისებები ისე ბუნებრივად და ორგანულად. როგორც გიორგი ლეონიძეს. მის ლექსებში ზოგჯერ გამოკვეთილადაც ისმის ამა თუ იმ ხალხური პოეტური შედევრის რიტმი და ინტონაცია. პოეტის ზოგიერთი ნაწარმოების თემაც და სათქმელიც აშკარად ენათესავება ამა თუ იმ ხალხურ ლექსს და მის თავისებურ ლიტერატურულ გადამუშავებასა და გაიგივებას წარმოადგენს. ამის კლასიკური მაგალითი გახლავთ გიორგი ლეონიძის “ყივჩაღის პაემანი", ხალხური “შემომეყარა ყივჩაღის" პოეტური ფუძეებიდან აღმოცენებული ლექსი.
გიორგი ლეონიძე პართოდ ცნობილი ფოლკლორული შედევრის პოეტურ ვარიანტს კი არ ქმნის, არამედ სრულიად ახალ ლირიკულ ქმნილებას, რომელიც განსხვავდება ხალხური ნაწარმოებისაგან და სულ სხვა სულისკვეთების გამომხატველია.
“ყივჩაღის პაემანი"-ნაწარმოებში აღწერილია მძაფრი ადამიანური კომფლიქთი, რომელიც საბედისწერო ხასიათს იღებს.
“ყორღანებიდან გნოლი აფრინდა
ყაბარდოს ველი გადაიარა"
ყორღანებიდან გნოლის აფრენა ნიშნავს სიკვდილში სიცოცხლის დაბადებას. ამავე დროს გნოლი არის ლიცოცხლის, თავისუფლების, სიყვარულის სიმბოლო, ხოლო ყორღანი ცდუნების, თვალთმაქცობის, ორპირობის, ამასთანავე ჟინისა და ვნებისაც და რაც მთავარია სიკვდილის.
“ისევ აღვსდექი მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს"
სიტყვა-“ისევ" მოწმობს იმას, რომ ეს ყივჩაღის პირველი მცდელობა არ უნდა ყოფილიყო. პოეტი ხაზს უსვამს ყივჩაღის უკვდავებას, რადგან ამ შემთხვევაში იგი უკიდეგანო სიყვარულის სიმბოლოა. სიყვარული კი არ კვდება. მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ყივჩაღი მზადაა საყვარელი ქალის მოსაპოვებლად.
ლექსში გაზაფხულია, ყვავილები ხელმეორედ ყვავიან, არღვევენ მიწას ესე იგი ჟამია მცენარეების ყვავილობისა. ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს და ის მუდამ იმარჯვებს სიკვდილზე. ლექსში დომინირებს ოქროსფერი. ოქროსფერშია ქსანი და არაგვი გახვეული. ოქროსფერი ღვთიური შარავანდედით მოჰფენია არემარეს, რაც მიგვანიშნნებს: სიყვარული ღვთის შექმნილია, იგი არ იფერფლება, მარადიულია. გაზაფხულის ეს სურათი ლირიკულ გმირს აგონებს სატრფოს ტუჩებს, რომელიც “ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისა".
“ხოხბობას გნახე მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა"
სტროფი ეხმაურება “ვეფხისტყაოსნის'' გმირის ავთანდილის პაემანს ტარიელთან.
სტრიქონი “ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა''-გამოხატავს ლირიკული გმირის განწყობას.
ყივჩაღი გადამთიელია, მისთვის არაფერია სხვა ხალხის სულიერი სიწმინდის, ფასეულობების მსხვრევა, ზნეობრივი ღირებულებების ხელყოფა. იგი ბარბაროსია, “მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად".
მუხრანელი ისევ გამოჩნდა ლექსში, აჟამად მუზარადით. მუზარადიანი გმირი სამშობლოს დამცველ გმირთან ასოცირდება, ვაჟკაცთან, რომელიც თავისი საკუთრების ხელყოფის უფლებას არავის მისცემს. მუზარადი ღვთის მფარველობის ქვეშ მყოფი ქართველი ხალხია, რომელიც “კელაპტრიან ტაძრებს", “მცხეთის საკეტურების" ხელყოფის უფლებას არავის მისცემს.
ტრაგიკულია საბედისწერო სიყვარულის დასასრული. პოეტი ნისლების საძროხე ქვაბიდან ამოვარდნილ ოხშივარს ადარებს. პოეტი გვიხატავს ყივჩაღის სიკვდილის სცენას, რომელიც დასაკლავი პირუტყვივით შეეწირა სიყვარულს.
მაგრამ სიყვარული არ კვდება, ათას წლის შემდეგაც მწველი და მგზნებარეა, მტკივნეულია. პოეტი ამბობს: “მოდი! გეძახი ათას წლის მერე". პაემანი კვლავ უნდა შედგეს, ყივჩაღის სიკვდილით სიყვარული არ დამთავრებულა, ათას წლის შემდეგ პირველქმნილი ძალით ცოცხლობს. “დამნაცროს ელვამ შენი ტანისა", რაც მიგვანიშნებს, რომ ათასი წლის შემდეგაც “სიყვარლით კვლავ დავიფერფლებით".
ლექსი მთავრდება რუსთველური სტრიქონით:“ვარდის ფურცლობის ნიშანი არის და დრო ახალი პაემანისა!..." ეს ფრაზა ლექსის სამკაული არ არის მარტო, იგი არის ლექსის მთავარი სათქმელი, ლექსის თემაც და იდეალური ჩანაფიქრიც. ზღვარგადასულია ყივჩაღის სწრაფვა სურვილის ასახდენად და თავგამეტება სიყვარულისთვის. ყივჩაღი სიყვარულისთვის თავგანწირული მებრძოლი, ტრაგიკული სიყვარულის მსხვერპლია.
ლექსში მრავლადაა ტროპული მეტყველების სამკაულები. შედარების მაგალითებია: “როგორც ბადაგი დადუღებისას", “როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი". მეტაფორის მაგალითებია: “ზაფხუულ რუსთაველისა", “მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები", “მაგრამ თვითონაც დაილეწება", “დამნაცროს ელვამ შენი ტანისა". ალიტერაციის მაგალითია: “ტრამალ და ტრამალ, შემოვამტვრიე, ტრიალი, ვუმტვრიე საკეტურები, ტაძრები კელაპტრიანი!'' რაც კიდევ უფრო აძლიერებს იმ აზრს, რომ ყივჩაღი მზად არის დაბრკოლების გადასალახავად, სასურველი ადამიანის მოსაპოვებლად.

3
9388
6-ს მოსწონს
ავტორი:დონ ჟუან
დონ ჟუან
9388
  
2023, 1 მაისი, 13:05
ეს ტიციანის ფოტოა ნიტასთან ერთად
2014, 21 დეკემბერი, 0:00
მართლაც მაგარი ლექსია :) საერთოდ გიორგი ლეონიძის შემოქმედება ძალიან მაგარია :)
2014, 20 დეკემბერი, 22:51
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას........როგორ მიყვარს ეს ლექსი
0 1 3