x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138985
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ნანუკა ჟორჟოლიანი და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
image
სულ ცოტა ხნის წინ ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალში გაეხვა.ის ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსის დარღვევაში დაადანაშაულეს, იმ მოსაზრებებისა და ფრაზების გამო, რომლებიც საკუთარ შოუში იეჰოვას წარმომადგენელთა მიმართ გამოთქვა. აღნიშნულის გამო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ბოდიში მოიხადა. თამარ ჩერგოლეიშვილმა კი აღნიშნულ ფაქტს ტელეკომპანია "ტაბულას" ეთერში გადაცემაც მიუძღვნა და ნანუკა გააკრიტიკა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "ნანუკას შოუ" განცხადებას ავრცელებს:
"26 ნოემბერს, ოთხშაბათს, ნანუკას შოუში გავიდა გადაცემა, სადაც რესპოდენტი საუბრობდა საკუთარი, საკმაოდ მძიმე ისტორიის შესახებ. წამყვანის რეპლიკებს და რესპოდენტის მონათხრობს მაყურებლის გარკვეული ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.
იმიტომ რომ თემა რელიგიური იყო გვესმის, რომ გაცილებით უფრო მეტად მტკივნეული იყო ყველა რეპლიკა, ყველა ემოცია, ყველა კომენტარი. წამყვანმა გააკეთა არაერთი განმარტება. არხმა მოიხადა ბოდიში თუმცა! ერთი ჯგუფი ხელოვნურად, პრობლემის გამძაფრებას უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს.
ტაბულამ გადაცემა "თეორემა" მიუძღვნა თემას, რაც ბუნებრივია ჩვეულებრივი იქნებოდა, რომ არა ყველაზე ელემენტალური ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა.
გადაცემის წამყვანმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გაუშვა ეთერში სიუჟეტი, სადაც ნანუკას შოუს წამყვანის ფრაზები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
გადაცემაში არ გაუშვეს არცერთი სიტყვა იმ რესპოდენტის ისტორიიდან (იეჰოვას ყოფილი მოწმე იყო სტუმრად) რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანის ეს რეპლიკები მოჰყვა.
რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი, სტუმრად მოსულ ადამიანთან ხელოვნურად ცდილობდა ამ თემის წამოწევას. რეალურად კი რესპოდენტი მოვიდა გადაცემაში მხოლოდ იმიტომ, რომ ესაუბრა, რატომ თქვა უარი იეჰოვას მოწმეობაზე და რატომ გახდა მართლმადიდებელი.
წამყვანის კომენტარები მოჰყვა სტუმრის მიერ მონათხრობს. მაგალითად, თუ თამარ ჩერგოლეიშვილის არხზე ნახეთ, ნანუკა ჟორჟოლიანის კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადება "იეღოველები ზომბები არიან?" ის რეალურად მოჰყვა სტუმრის წინადადებას "ზომბირებული ვიყავი" "ზომბირება ხდება" თუ მაგალითად ჩერგოლეიშვილის არხზე ნახეთ ნანუკა ჟორჟოლიანის კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვა "ბნელა? " ეს მოჰყვა სტუმრის მიერ მოყოლილ უმძიმეს ისტორიას, როგორ ვერ უხდიდა დაბადების დღეს ბავშვს, ცოლი შეირთო უცნაურ გარემოებაში (დეტალები ნახეთ გადაცემაში) ვერ მღეროდა ჰიმნს, უარი თქვა კარიერაზე იმიტომ რომ რელიგია უკრძალავდა...

image ნანუკას შოუს ფორმატი არ ითვალისწინებს ინფორმაციების გადამოწმებას. თუ რესპოდენტები გადაცემაში ყვებიან საკუთარ, პირად ისტორიას. თუ ჩვენი რესპოდენტის მიერ მონათხრობი არ არის მართალი, ეთერს დავუთმობთ მეორე მხარეს.
გვესმის, რომ ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ისტორია, თუმცა თამარ ჩერგოლეიშვილს და სხვებს გვინდა შევახსენოთ რომ ეს იყო რესპოდენტის პირადი ცხოვრება და ყველას აქვს უფლება საჯარო გახადოს ის.
გადაცემა "თეორემას" წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანს განმარტების საშუალებაც კი არ მისცა. გადაცემა " თეორემაში" იყო მხოლოდ ერთი მხარე და ნანუკას შოუს ინტერესებს არ იცავდა არავინ.

ჟურნალისტი, რომელიც მედიის ყველა წარმომადგენელს მიუთითებს სტანდარტებზე, აკრიტიკებს ყველა დეტალზე, თავად აკეთებს გადაცემას ადამიანებზე და მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას არ აძლევს.
გვესმის, რომ ტაბულას ძალიან ცოტა მაყურებელი ჰყავს, თუმცა ჩვენ პტივს ვცემთ ნებისმიერ მათგანს (სხვებივით არ ვთვლით რომ მაყურებელი გაუნათლებელია და ერთუჯრედიანი) ჩვენ პატივს ვცემთ თითოეულ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მაინც უნახავს ნანუკას შოუ.
ამიტომაც ვაკეთებთ გადაცემას ადამიანებზე და არა იმაზე რას ვფიქრობთ ჩვენ.
კარგი იქნებოდა ჩვენი პოზიციის დაფიქსირების საშუალება გქვონოდა ტაბულას არხზე, თუმცა რადგან ეს უფლება, არხის ხელმძღვანელის, თამარ ჩერგოლეიშვილის გადაწყვეტილებით შეგვეზღუდა მაქსიმალურად შევეცდებით გამივიყენოთ საკუთარი გადაცემის აუდიტორია, რომ გაგაცნოთ ჩვენი პოზიცია.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მაყურებლის აზრი, კომენტარი, შეფასება (რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ის) ამიტომ მაყურებელს ყოველთვის განვუმარტავთ რომელი რეპლიკა რატომ გაკეთდა.
კიდევ ერთი დეტალი. ნანუკას შოუ შემოქმედებითი ჯგუფი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მზად არის, ეთერი დაუთმოს იეჰოვას მოწმეებს (ახალ სეზონზე)".

მომხდარ ფაქტს თამარ ჩერგოლეიშვილიც გამოემაურა: "იმ ჟურნალისტების და სააგენტოების საყურადღებოდ, რომელთაც ჩემი კომენტარის მოსმენა სურთ ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ავტორის მოსაზრებაზე ჩემს შესახებ:


ამა თუ იმ ჟურნალისტის მოსაზრება ჩემს შესახებ მეჩვიდმეტეათასეხარისხოვანია.


ჩემთვის მნიშვნელოვანი სტიგმატიზებული უმცირესობების უფლებებია ამ კონტექსტში და არა ის, თუ ვინ რას დაწერს ჩემზე. შესაბამისად, ნუ მიწყენთ, თუ დროის ფუჭ ფლანგვად მივიჩნევ გამოხმაურებას იმ საკითხზე, რაც ესოდენ უმნიშვნელოა. შემიძლია დიდხანს გესაუბროთ იმაზე, თუ რა ზიანი მოაქვს მედიის მიერ მოწყვლადი ჯგუფების დემონიზებას. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხებისთვის დრო არ მენანება".

საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები?

image


0
385
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0