x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აჟიოტაჟი კარელიის სანაპიროს გარშემო-რა ჩამოვარდა, ამოუცნობი მფრინავი ობიექტი თუ მეტეორიტი?(ვიდეო)
imageგუშინ ჩამოვარდნილმა უცნობმა ობიექტმა 12 მეტრიანი დიამეტრის ღრმული დატოვა ვიგოზეროს ტბაზე სეგეჟკოს რაიონში კარელიის სანაპიროზე.(ფოტოზე)


ციური სხეულის დაცემის ადგილზე გაგზავნილი იქნა საგანგებო სიტუაციის ინსპექტორები და მყვინთავები, თუმცა მათ ღრმულის გარდა ვერაფერი აღმოაჩინეს, იუწყება ТАСС-ი.


ობიექტის დაცემის მოწმეები იყვნენ კარელიელი მეთევზეები. ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება ეს იყო მეტეორიტი თუ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი.

სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო რაკეტის ნაწილი, რომელიც პლესეცკის კოსმოდრომიდან აფრინდა.



ამასთანავე გუშინ YouTube-ზე დაიდო ვიდეო, რომელიც სანკტ-პეტერბურგში, ერთ-ერთი საცხოვრებელის ბინიდანაა გადაღებული საღამოს 17 საათზე, სავარაუდოდ ეს გახლავთ სწორედ ის ობიქტი, რომელიც ფინეთის ყურის მიმართულებით კარელიის სანაპიროზე დაეცა.


მეცნიერები არ ჩქარობენ დასკვნების გამოტანას:"ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ გვაქვს არავითარი მონაცემები ვივარაუდოთ, რომ ნამდვილად მეტეორიტი ჩამოვარდა.მაგალითად თვითმხილველები აცხადებენ, რომ ობიექტი ანათებდა მანამდე, სანამ ჩამოვარდებოდა, თუმცა მეტეორის მანათობელი კვალი მხოლოდ მაღალ სიმაღლეზე ჩანს და გვეჩვენება, რომ აი ახლა დაეცემა, სინამდვილეში მეტეორიტი კიდევ ბევრ გზას გადის და როდესაც დედამიწას 15-20 კილომეტრით მოუახლოვდება, მაგ დროს უკვე აღარ ანათებს"-განუცხადა "Московский комсомолец"-ს ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ვიქტორ გროხოვსკიმ.

0
171
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0