შოუბიზნესი ანჯელინა ჯოლი ავარიაში მოჰყვა! (ფოტოები) 2014, 2 დეკემბერი, 18:02 ![]() შემთხვევა ლოს-ანჯელესში მოხდა. ანჯელინა ჯოლი, ბევერლი ჰილზის ერთ-ერთი კინოთეატრიდან, მძღოლთან ერთად, სახლში ბრუნდებოდა. პოლიციის განცხადებით, ავარიის დროს ძლიერი წვიმა მოდიოდა, რის გამოც "შევროლეს" მარკის ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალ ნაწილზე გადავიდა. ![]() თვითმხილველთა თქმით, დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა ბორდიურს შეასკდა. საოცარია, რომ მანქანა არ გადაბრუნდა.ძლიერი შეჯახების გამო, მანქანის ორივე წინა საბურავი გასკდა! ![]() შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა! საბედნიეროდ, მსახიობის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, არც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება. 90 6-ს მოსწონს 1-ს არა
|