x
image
K.P.
ვინ და რატომ ემტერება ია ფარულავას? მსახიობმა ქმართან ურთიერთობა დაალაგა

image
მსახიობი ია ფარულავა მუდამ ყურადღების ცენტრშია. უცნაურია, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მსახიობი უფრო და უფრო ლამაზდება. იამ რამდენიმე კილოგრამი დაიკლო. მსახიობი ამტკიცებს, რომ ყველაფერი ჯასაღი კვებისა და იმის დამსახურებაა, რომ ნერვებს არავინ არ უშვლის.

სულ ცოტა ხნის წინ ია ფარულავა და მისი მეუღლე ტარიელ სუარი ყურადღების ცენტრში მოექცნენ. მსახიობის "ფეისბუქის" პირად გვედზე სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა. "ტარიელ სუარი მართლა ვიგოდნიკი ნაბიჭვარი ყოფილა. მე რომ არ გამეპიარებინა ეგ ყ..., დღეს არავის ეცოდინებოდა მის შესახებ. მართალია გენიალური მუსიკოსია, მაგრამ უვარგისი ადამიანი. დაბლოკეთ ყველამ ეგ ყ... კაცა..."-ეს განცხადება გავრცელდა ია ფარულავას ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე. იას მტკიცებით მას გვერდი გაუტეხეს და გავრცელებული ინფორმაციის ავტორი თავად არ გახლავთ. მეტიც, ის ნაწყენია, ინფორმაცია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებმა და ყვითელმა საიტებმა აიტაცეს და მოგვიანებით სიმართლე აღარ დაწერესო. იას მტკიცებით მასა და ტარიელს შორის ყველაფერი რიგზეა და ერთად თავს მშვენივრად გრძნობენ. მსახიობმა სპეციალური ღონისძიებები გაატარა, რათა მისი სოციალური ქსელები დაცული იყოს. ყველა მე მემტერება, რადგან კარგი ვარო-ამტკიცებს ია.

ია პროექტ "ნიჭიერის" ჟიურის წევრია და ყოველ გადაცემაში თვითონაც პატარა შოუს გვთავაზობს. ალბათ ამიტომაცაა, რომ ის პროექტის უცვლელი წევრია. ვუსურვოთ იას წარმატებები და ბედნირი მომავალი... image

0
106
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0