x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
საბჭოთა ბელადების ავტომობილები-ლენინიდან გორბაჩოვამდე

1-ვლადიმერ ლენინი-რევოლუციის შემდეგ პროლეტარიატის ბელადი პეტროგრადის ქუჩებში 1915 წელი გამოშვება Turcat-Mery-ით დადიოდა.imageმანქანა თავის დროზე ეკუთვნოდა ნიკოლოზ მეორის უფროს ქალიშვილს ტატიანას.

1917 წელს ავტომობილი პირდაპირ სმოლნის სასახლის ეზოდან მოიპარეს!ამის შემდეგ რომანოვების გარაჟიდან ილიჩისთვის Delaunay-Belleville 45 გამოაგორეს.imageმოგვიანებით ხალხს რომ ეცნო თავის ბელადი, ვლადიმერ ილიას ძე გადაჯდა ღია Rolls-Royce Silver Ghost-ზე.image2-იოსებ სტალინი-პირველი ავტომობილი, რომელიც რევსამხედრო საბჭოს თავმჯდომარეს გამოუყვეს იყო ამერიკული 12 ცილინდრიანი "მახინა" Packard Twin Six. image1935 წელს სტალინს ამერიკის ელჩმა საჩუქრად გადასცა პირადად პრეზიდენტ რუზველტისგან გამოგზავნილი Packard Twelve 14.ამბობენ, რომ სტალინს ძალიან მოეწონა საჩუქარი და ამ ავტომობილით სიცოცხლის ბოლომდე სარგებლობდა.image30 იანი წლების დასაწყისიდან გადაწყდა საბჭოთა პარტიული ელიტისთვის შექმნილიყო სამამულო ლიმუზინი.პირველი ავტომობილი-ლიმუზინი Ленинград-1 წარუმატებელი აღმოჩნდა და მისი წარმოება შეწყვიტეს.


1947 წლიდან სტალინმა დაიწყო სიარული საბჭოთა წარმოების 5 ტონიან ლიმუზინით ЗИС-101-ით, თუმცა პარალელურად საყვარელ Packard-ს ვერ შეელია.image3-ნიკიტა ხრუშჩოვი-1938 წელს უკრაინის ცკ პირველი მდივანი 12 ცილინდრიანი Lincoln Zephyr-ით დადიოდა.imageომის შემდეგ ნიკიტა ღია Cadillac Fleetwood გადაჯდა, რომელიც გერმანიაში ამერიკის ყოფილ ელჩს მიეკუთვნებოდა.imageშემდეგ იყო ЗИС-115 და ღია ЗИС-110,
1955 წელს ნიკიტამ გასცა ბრძანება შეექმნათ ახალი ლიმუზინი, მიხვდა რა, რომ უცხოურ ანალოგებს მკვეთრად ჩამორჩებოდნენ.თუმცა ახალი ЗИЛ-111-ის დიზაინი მაინც ჩამორჩებოდა უცხოურ ანალოგებს. imageნიკიტას დევიზი "დავეწიოთ და გავუსწროთ შეერთებულ შტატებს" აქტიურად ძალაში იყო..დიზაინერები კვლავ დაფაცურდნენ და საკულტო Cadillac Fleetwood -ის ბაზაზე გამოუშვეს 111Г, მეტსახელად "გრიგორი".image4-ლეონიდ ბრეჟნევი-ავტომობილების ყველაზე დიდი მოყვარული და შემფასებელი.30-იან წლებში, ახალგაზრდა ლონია ამერიკულ Buick 90 Limited-ით დადიოდა.imageშემდეგ, როდესაც იგი გენერალური მდივანი გახდა, ცკ-ის გარაჟი შემდეგი ავტომობილებით შეივსო: Rolls-Royce Silver Shadow (1968)“ Maserati Quattroporte (1968), Mercedes-Benz 600 Pullman (1969), (ვილი ბრანტის, გერმანიის კანცლერისგან ნაჩუქარი)Cadillac Eldorado (1972) და Lincoln Continental (1973) (რიჩარდ ნიქსონისგან), Nissan President (1973) (იაპონიის პრემიერ-მინისტრისგან).imageოფიციალური ცერემონიების დროს რა თქმა უნდა განახლებული ЗИЛ-114-ით დადიოდა.imageამასთანავე ბრეჟნევს უყვარდა ნადირობა, მისთვის სპეციალურად შექმნეს ერთადერთი ეგზემპლიარი Волга ГАЗ-24-95.imageსულ ბოლოს კი მოფანფალებული ბელადი, რომელიც მუდმივ მკურნალობას საჭიროებდა რეანომობილზე გადაჯდა.imageრაც შეეხებათ იური ანდროპოვს და კონსტანტინე ჩერნენკოს, მათ რაიმე ახლით არ დაგვამახსოვრეს თავი, დადიოდნენ იგივე ЗИЛ-114-ით.

რაც შეეხება მიხეილ გორბაჩოვს.მან გაუმჯობესებულ , ЗИЛ- 41047-ით დაიწყო სიარული.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ავტომობილით რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინიც სარგებლობდა...და ბოლოს; საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში ინჟინრებმა გამოუშვეს ახალი ЗИЛ-4102, საბჭოთა Rolls-Royce-ი..თუმცა სერიულ წარმოება ვეღარ მოესწრო.სულ ორი ეგზემპლიარი დამზადდა..image

0
2672
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2672
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0