საბუნებისმეტყველო რომელია ყველაზე გავრცელებული არსება დედამიწის ზურგზე? 2014, 26 ნოემბერი, 16:11 მწერებმა გამოიარეს ხუთი მასიური ბუნებრივი კატაკლიზმი და აღმოჩნდნენ უფრო სიცოცხლისუნარიანები, ვიდრე ტირანოზავრები და ძმანი მათნი.როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, დედამიწაზე მწერების მიახლოებითი სახეობა 3-იდან 30 მლნ.-მდე მერყეობს.ყოველ ადამიანზე 250 მლნ. სათითაო სახეობა მოდის.
თუმცა მეცნიერებს დღეს-დღეისობით მხოლოდ 1 მლნ. სახეობა აქვთ შესწავლილი.ყოველწლიურად 3 ან 10 ათას ახალ სახეობას ამატებენ.
ახალ აღმოჩენებს ძირითადად მეცნიერები ნაკლებადშესწავლილ ტროპიკულ ადგილებში პოულობენ. ამგვარად, მწერები ყველაზე გავრცელებული სახეობაა დედამიწის ზურგზე.ისინი უფრო მეტნი არიან, ვიდრე ყველა დანარჩენი ფლორა-ფაუნის წარმომადგენელი ერთად აღებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ცოცხალი არსებებიდან, პირველად სწორედ მწერები გაჩდნენ დედამიწაზე დაახლოებით 400 მლნ. წლის წინათ.მას შემდეგ მათ გადაიტანეს 5 მასობრივი ბუნებრივი კატაკლიზმი და დღევანდელ დღემდე მოაღწიეს. საშუალოდ კოღო ადამიანს წელიწადში 100-ჯერ კბენს.ადამიანს შეუძლია უფრო მეტი კბენის გადატანაც.თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც ალერგიის მიმართ მგრძნობიარენი არიან, შეიძლება მწერის ერთმა ნაკბენმაც კი სიკვდილი გამოიწვიოს.განსაკუთრებით სახიფათოა ფუტკრის, ონავრის, კრაზანის და ბაზის ნაკბენი. მწერების 80% მცენარეებით იკვებება, 15% — მტაცებელია, 5% — სისხლისმწოველი. ის მწერები, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან, ყოველწლიურად მსოფლიო მოსავლის 25-30%-ს მიირთმევენ. 111 4-ს მოსწონს
|