x
მეტი
  • 19.11.2024
  • სტატია:138343
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512019
ყველაზე ცნობილი საყვარლები, რომელთა სახელები ისტორიაში შევიდა (მეორე ნაწილი)
ვაგრძელებთ თხრობას ისტორიაში შესული ცნობილი ქალი - საყვარლების შესახებ.


მატა ჰარი


image


ამ კურტიზანმა ქალმა სააარსებო საშუალების შოვნის გზად ეგზოტიკური ცეკვების შესრულება აირჩია. თავის დროზე მისით მთელი პარიზი იყო აღფრთოვანებული. მოცეკვავის საყვარელი ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი იყო როგორც საფრანგეთიდან, ასევე გერმანიიდან. ლეგენდის მიხედვით მატა ჰარი პირველი მსოფლიო ომის დროს ორმაგი ჯაშუში იყო, ერთდროულად თანამშრომლობდა რა ორივე დაპირისპირებულ მხარესთან. უცნობია, შეძლო თუ არა მან მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაეტყუებინა მამაკაცებისათვის, რომელთა საყვარელიც ის იყო. ასეა თუ ისე, 1917 წელს ფრანგებმა ქალი დახვრიტეს გერმანელებთან თანამშრომლობის ბრალდებით. სიკვდილისთანავე მატა ჰარი ლეგენდად იქცა, აერთიანებდა რა თავის თავში როგორც საბედისწერო ქალს, ასევე დაზვერვის უშიშარ აგეტს.




აისიდორა დუნკანი


image

ეს ამერიკელი მოცეკვავე ქალი ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა. სწორეც ის ითვლება თავისუფალი ცეკვის სტილის დამაარსებლად, რომლისგანაც შემდეგ წარმოიშვა მოდერნის სტილი. ქალს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, რომელთა დიდ ნაწილს ის თანაგრძნობით პასუხობდა. როცა დუნკანს ორი შვილი გარდაეცვალა, ის საშინელ დეპრესიაში ჩავარდა და გადაწყვიტა რუსეთში გადასულიყო საცხოვრებლად. სწორედ აქ გაიცნო ის სერგეი ესენინმა. ის ჯერ აისიდორას საყვარელი გახდა, შემდეგ კი ქმარი. ქალი, თანამედროვეების თქმით, სილამაზით დიდად არ ბრწყინავდა, სამაგიეროდ ის იყო ძალიან ბუნებრივი და გამოირჩეოდა საოცარი სექსუალურობით. სცენაზე აისიდორა ფეხშიშველი გამოდიოდა და მისი ყოველი მოძრაობა გრაციოზულობითა და ვნებით იყო სავსე. მის ცეკვებს გენიალურად თვლიდნენ, მან შეძლო შეეცვალა როგორც ხელოვნება, ასევე ქალის ყოველდღიურობა და ყოფა - ცხოვრების სტილი. აი ესენინთან ცხოვრება კი სამწუხაროდ, აისიდორამ ვერ ააწყო - ორ დიდი ხელოვანი საოცრად ეჭვიანი იყო ერთმანეთის მიმართ.



ლილია ბრიკი


image

მამაკაცები საოცრად ელტოდნენ ამ ქალს, რადგან მასში გრძნობდნენ შინაგან თავისუფლებას. ქალს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა: პაბლო ნერუდა, მარკ შაგალი, ლუი არაგონი, ფერნან ლეჟე, ივ-სენ-ლორანი.., მაგრამ ბრიკის ყველაზე ცნობილ საყვარელს ვლადიმერ მაიაკოვსკი წარმოადგენდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოეტი ლილიასთან და მის ქმართან ერთად ცხოვრობდა კიდეც მის სახლში, საგონებელში აგდებდა რა ობივატელებს ამ უცნაური სასიყვარულო სამკუთხედით. თავად ბრიკი ამბობდა:"უნდა შთააგონოთ მამაკაცს, რომ ის გენიალურია და ყველაზე საუკეთესო და უნდა მისცეთ მას ყველაფრის უფლება, იმისიც კი, რის ნებასაც ცოლი არასოდეს მისცემდა. დანარჩენს ლამაზი ფეხსაცმელი და აბრეშუმის საცვლები გააკეთებენ". როგორც ხედავთ, მამაკაცის მოხიბვლის რეცეპტი არც ისე რთული ყოფილა. ბრიკის ისტორია ლეგენდებითაა სავსე. მის გარშემო ტრიალებდნენ იმ დროის ყველაზე ცნობილი და გამორჩეული მამაკაცები. ბრიკი ყოველთვის გულმოდგინედ მისდევდა მოდას, იცვამდა გემოვნებით და საგანგებოდ შერჩეული ტანსაცმლით მალავდა სხეულის ნაკლოვან მხარეებს. სწორედ ის იყო პირველი ქალი, ვინც გაბედა და მოსკოვის ქუჩებში შარვლით გამოვიდა.



მერილინ მონრო


image


მერინილ მონრო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და გამოუცნობ ქალად ითვლება . ყველასათვის ცნობილია, რომ XX საუკუნის სექს-სიმბოლოს სასიყვარულო რომანი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედისთან, მაგრამ ეს კავშირი, ისევე როგორც მონროს სიკვდილი, დღემდე ბურუსითა მოცული. გაუგებარია, მართლაც თვითმკვლელობით დაასრულა ამ ულამაზესმა ქალმა სიცოცხლე თუ მისი რომანი კენედისთან ხელს უშლიდა ვიღაცებს და ის იბრალოდ მოიშორეს თავიდან? ფაქტი ერთია, რომ ამ ქალმა შეძლო და უმწიკვლო წარსულის მქონე პრეზიდენტის და საუკეთესო ოჯახის მამის-ჯონ კენედის სახელი ლაფში ამოსვარა. დღესაც კი არაა ცნობილი ყველაფერი ამ იდუმალებით მოცული ქალის სიკვდილის შესახებ. ფაქტი ერთია: სექსუალური ლამაზმანი და უამრავი მამაკაცის ოცნების საგანი მერილინ მონრო პირად ცხოვრებაში ძალიან უბედური ქალი იყო. მისი სიკვდილიდან ლამის ნახევარი საუკუნე გავიდა, მაგრამ მონრო ისევ და ისევ რჩება ქალურობის და სექსუალურობის ეტალონად.



სილვია კრისტელი


image

ეს ლამაზმანი მსახიობი საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული გახდა მთავარი როლის შესრულებით გახმაურებულ ეროტიკულ ფილმში "ემანუელა" . მისი მიმზიდველობა და სექსუალურობა შეუმჩნეველი არ დარჩენია ბევრ ცნობილ მამაკაცს. ქალის საყვარელი თავად საფრანგეთის პრეზიდენტი ჟისკარ დესტენი გახდა. სხვათა შორის, მათი რომანი მანამდე დაიწყო, სანამ ეს უკანასკნელი პრეზიდენტის პოსტს დაიკავებდა. თავად დესტენი არასოდეს არ მალავდა ამ ურთიერთობას. საერთო ჯამში, სილვიას პატიჟებდნენ ყველა ოფიციალურ მიღებაზე, სადაც კი მიწვეულნი იყვნენ ქვეყნის პირველი პირები. სილვია დიასახლისად თვლიდა თავს დესტენის მიერ გამართულ მიღებებზე და ღონისძიებებზე. საზღვარგარეთ ვიზიტის დროსაც პრეზიდენტს ხშირად თან მიჰყავდა საყვარელი ქალი. ასე რომ, კრისტელი ფლობდა "ოფიციალური საყვარლის " სტატუსს.




ანა პენჯო


image

ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა ქალები სკანდალებს უწყობდნენ ცნობილ საყვარელ-პოლიტიკოს მამაკაცებს. სწორედ ასე მოხდა ანა პენჯოს შემთხვევაში. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის საყვარელი დასახლდა კიდეც ელისეს სასახლეში, მაგრამ როცა ხელისუფლებაში ახალი პრეზიდენტი ჟაკ შირაქი მოვიდა, მან გასცა ბრძანება სასახლიდან გაეძევებინათ პენჯო და მისი უკანონო შვილი. ბიოგრაფები ამბობენ, რომ მიტერანს უამრავი საყვარელი ჰყავდა, პენჯო მხოლოდ ერთ - ერთი მათგანი იყო. თავად რიგითი ფრანგები საკმაოდ შემწყნარებლურად უყურებდნენ ამ ამბავს, მაგრამ ის ფაქტი, რომ მიტერანმა ქალს სახელმწიფო რეზიდენციაში ცხოვრების უფლება მისცა, მას ვერ აპატიეს. მიტერანის სიკვდილის შემდეგ კიდევ ერთი სკანდალი აგორდა: პენჯომ მოინდომა პრეზიდენტის უკანონო შვილთან ერთად დასწრებოდა მიტერანის დაკრძალვას, რაზედაც ამ უკანასკნელის ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. ამჟამად ანა არც ისე მდიდრულ ცხოვრებას ეწევა: ის მუშაობს მუზეუმში და თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი, ხოლო მიტერანის უკანონო შვილმა იმდენს მიაღწია, რომ მამის გვარი მიიღო. ის ამჟამად პოლიტიკაშია ჩაბმული.



მონიკა ლევინსკი


image

ეს საყვარელი კი საკმაოდ ვერაგი და ბოღმიანი აღმოჩნდა. მან არამარტო დიდი გავლენა მოახდინა თავისი პარტნიორის კარიერასა და ოჯახურ ცხოვრებაზე, არამედ მოახერხა ამ ამბიდან რამოდენიმე მილიონი დოლარი მიეღო. მონიკამ გულახდილად უამბო პრესას, თუ რა ხდებოდა პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, ყველას უკვირდა, თუ როგორ მოახერხა უბრალო სტაჟიორმა გოგონამ ესოდენ წარმატებულად ჩაეტარებინა წინასწარ ჩაფიქრებული ოპერაცია. ქალმა ნივთიერ მტკიცებულებად ის კაბაც კი შეინახა, რომელშიც ბილ კლინტონთან ჰქონდა სექსი. თავად კლინტონს ეს ფაქტი საკმაოდ ძვირად დაუჯდა. ის ძლივს გადარჩა იმპიჩმენტს და სასამართლოს წინაშე ცრუ ფიცის მიცემის გამო ციხეში ჩაჯდომას. თავად მონიკამ თავისი ისტორიით ლამის მთელი მსოფლიო შემოიარა, გულახდილად ყვებოდა რა ჟურნალისტების წინაშე მასა და ბილ კლინტონს შორის მომხდარი ინტიმური კავშირის დეტალებს. მან წიგნიც კი დაწერა ამის შესახებ და გადაიღო დოკუმენტური ფილმი - "მონიკა შავ-თეთრ კაბაში", რომლიდანაც მილიონი დოლარი ჰონორარი მიიღო. საბოლოო ჯამში, კლინტონს ოჯახმა და მეუღლემ აპატია და ეს ამბავიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. გაუგებარი ერთია, მაინც რა იპოვა ბილ კლინტონმა ამ ვულგარულ და არც ისე ლამაზ ქალში?


1
1164
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1164
  
2015, 6 აპრილი, 18:26
აქ ყველაზე ლამაზი და ქალური მაინც სილვიაა ))
0 1 1