საქართველო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი 2012, 27 მარტი, 20:08 საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი-საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.მიღებულ იქნა 1918 წლის 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის დღეს, რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი არის პიორველი ქართული კონსტიტიციური ხასიათისდოკუმენტი, კონსტიტუციონალიზმის ფუძემდებელი.მას აქვს დეკლარაციული ხასიათი.მასში მოკლედ არის გადმოცემული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარების ისტორიული პრესპექტივები და ქართველი ერის დაუოკებელი სურვილი თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი, ბედ-იღბალი, აღწერილია იმ დროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა.დამოუკიდებლობის აქტს, გარდა დეკლარაციული ხასიათისა, აგრეთვე აქვს წმინდა ნორმატიული ხასიათი.მას აქვს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ბუნება-1918 წლის 26 მაისიდან მოყოლებული, 1921 წელს კონსტიტუციის მირებამდე იგი იქცა იმდროინდელი სამართლებრივი მდგომარეობის პირველ წყაროდ.იგი განსაზღვრავს სახელმწიფოს სამართლებრივ სტატუსს, იურისდიქციის ფარგებლსა და მოცულობას, პოლიტიკური წყობილების ფორმას, საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, დროებით სახელმწიფო ხელისუფლებასა და მმართველობის უმაღლეს ორგანოებს, რომელტაც უნდა უზრუნველყოთ ქვეყნის მდგომარეობა. 71 2-ს მოსწონს
|