შოუბიზნესი ვინ არის მარიამ როინიშვილის ყველაზე დიდი სიყვარული, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა? 2014, 24 ნოემბერი, 19:58 მარიამ როინიშვილი ქართველი მომღერალი გახლავთ, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს. ცნობილი ოჯახის შვილია და საზოგადოების ყურადღება არასდროს აკლია. (შეგახსენებთ, რომ მარიამი გია როინიშვილისა და თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილია.) მარიამი დაქორწინებული გახლდათ მსახიობ გიორგი მახარაძეზე. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრების წყალობით გაიცნო. სამწუხაროდ ურთიერთობა არ შედგა. მარიამის მტკიცებით, მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული ერთადერთი ქალიშვილი ელენეა. "9 თვე ელოდები და ხვდები, რომ შენს ცხოვრებაში რაღაც იცვლება, მაგრამ როდესაც ფაქტის წინაშე დგები და შენი შვილი გიჭირავს ხელში ხვდები, რომ შენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ერთდროულად დიდი სიყვარულიც იყო და პასუხისმგებლობაც. მე მაშინ მზად არ ვიყავი დედობისთვის, მაგრამ, როგორც კი ელენე დავინახე იმწამსვე გავხდი დედა. ის არის დიდი, გრანდიოზული სიყვარული, შენი სისხლი და ხორცი, 9 თვე ატარე მუცლით და შენთან იზრდება. ეს რაღაც საოცარი შეგრძნებაა. ელენე დიდი სიყვარულის ნაყოფია და თვითონაც გრძნობს ამას"-გვიამბობს მარიამ როინიშვილი. მომღერლის მტკიცებით, ელენე გონიერი ბავშვია და პიროვნებადაც ადრეულ ასაკში ჩამოყალიბდა. მარიამი ამჟამად პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იღებს მონაწილეობს. პატარა ელენე კი ყოველ ტურს ესწრება და დედას გულშემატკივრობს. მარიამ როინიშვილის კარიერაში სიახლეებია. გოგონა "სანტა ჩეჩილიას აკადემიაში" ჩაირიცხა, 12 საუკეთესო სტუდენტს შორის მოხვდა. ეს დიდი წარმატებაა, განსაკუთრებით კი ოპერის მომღერლისათვის. ვუსურვოთ მარიამს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 708 4-ს მოსწონს |
გაიზარდოს სასახელო ქალი პატარა ელენე :)