მოგზაურობა თუ გინდა გაიცნო მსოფლიო, უნდა....... 2014, 24 ნოემბერი, 22:23 ამ სტატიაში გთავაზობთ, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ გაიცნოთ მსოფლიო (თუმცა, ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული). მაშ ასე, თუ გინდა გაიცნო მსოფლიო, უნდა: მიიღო „სპილოს აბაზანები“ ნეპალში. იცურავო ეშმაკის აუზში, აფრიკაში. წახვიდე ფარნების ფესტივალზე ტაილანდში. იხილო ეს საოცრება ინდონეზიაში. იხილო, როგორ გადადიან ეგზოტიკური ცხოველები მდინარე მარაზე, კენიაში. მიირთვა სუში ტოკიოში. გაცურო კაპრის მღვიმეებში. იხილო ბროდვეის მიუზიკლი ნიუ-იორკში. გაიარო სიყვარულის გვირაბი უკრაინაში. დაინახო სამყარო ნორვეგიის კიდიდან. გაცურო მსოფლიოს ყველაზე დიდ აუზში, სან ალფონსო, ჩილე. იხილო სამეფო დაცვა ლონდონში. დასველდე ისლანდიის ცხელ ნაკადულებში. წახვიდე დაივინგზე კო ტაოში, ტაილანდი. იფრინო აეროპლანით თურქეთში. ივახშმო წყალქვეშა რესტორანში, მალდივებზე. იცურავო ვარდისფერ დელფინებთან ერთად ამაზონში. იხილო კონკიას სასახლის ფეიერვერკები. იტივტივო მკვდარ ზღვაზე, ისრაელში. გაირბინო ყვავილების გვირაბში, იაპონიაში. იხილო ცეცხლოვანი აუზი შოტლანდიაში. იხილო სტოუნჰენჯები. გადააგდო მონეტა და ჩაიფიქრო სურვილი იტალიაში... გაერთო ვეშაპთან ერთად მექსიკაში. დაამატო მორიგი ბოქლომი სიყვარულის ხიდს პარიზში. ჩაეხუტო ზარმაცას კოსტა რიკაში. დაესწრო ბრაზილიის კარნავალს. ნახო ჩინეთის დიდი კედელი. გაატარო ღამე ბუნგალოში, ბორა-ბორაზე. გაისეირნო ბორანით მდინარე მეკონგზე, ლაოსში. ახვიდე ეიფელის კოშკზე. ითევზაო მფრინავ თევზებზე მონტანას ნაციონალური პარკის ტბაზე. ისეირნო მარილის ტბაზე, ბოლივიაში. იხილო ვერტმფრენიდან ვულკანი ჰავაიზე. იხილო ჩრდილოეთის ნათება. ესტუმრო ლუდსახარშს Guinness, დუბლინში. ჩაიცვა, როგორც გეიშამ და ისეირნო ტოკიოს ქუჩებში. იხილო დიდი კანიონი. ისწავლო, როგორ კეთდება პასტა ტუსკანაში. ისიამოვნო ჩაით ლონდონში. დადგე ჰოლივუდის ნიშნის ქვეშ. დარჩე ყველაზე მყუდრო სასტუმროში, ფინეთში. დაესწრო კენტუკის დერბს. უყურო მზის ჩასვლას სანტორინში, საბერძნეთი. დაეშვა ველოსიპედით სასიკვდილო გზაზე, ბოლივიაში. ითამაშო ბლექჯეკი ვეგასში. ირბინო ხარებთან ერთად პამპლონაში. დაესწრო დოღს სიენაში, იტალია. იცურავო ზვიგენებთან ერთად ბაჰამის კუნძულებზე. გადმოხტე პარაშუტით დუბაის თავზე. იმგზავრო ტრანსციმბირის სარკინიგზო მაგისტრალზე. ნახო საჰარის უდაბნო. ნახო ზღვის ძროხები ფლორიდაში. დადგე ორ მთას შორის მდებარე ქვაზე ნორვეგიაში. წახვიდე სიდნეის ოპერაში. შემოუარო გალაპაგოსს და დააკვირდე ველურ ბუნებას. ესტუმრო ნამდვილ სანტას ფინეთში. დაკავდე ზორბინგით ახალ ზელანდიაში. დალიო ლუდი ოქტომბერფესტზე გერმანიაში. მიიღო მზის აბაზანები ფრანგულ რივიერაზე. მოინახულო ჰოლანდიაში ტიტების უზარმაზარი ველები. დარჩე აშრამაში, ინდოეთში. წახვიდე კრუიზში მდინარე ამაზონზე. მართო იაკი ტიბეტში. ინახულო მაჩუ პიქჩუ, პერუში. ისწავლო ჰულა-ჰავანური ცეკვა ჰავაიზე. დარეკო ლონდონის სატელეფონო ჯიხურიდან. უყურო გრან-პრის მონაკოში. გაიკეთო ტატუ ხნით ინდოეთში. მართო გონდოლით ვენეციაში. დაესწრო გეი პარადს სან ფრანცისკოში. 387 6-ს მოსწონს
|