“Pejac” ესპანელი მხატვრის ფსევდონიმია, რომლის ქუჩის მხატვრობამაც მთელი ესპანეთი მოიცვა და არამარტო ესპანეთი. ინტერნეტის საშუალებით, ნიჭიერი მხატვარი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. იგი ხატავს ქუჩაში, კედლებზე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც მუზეუმებში სიარულის დრო და საშუალება არ აქვს. მის შედევრებს შეხვდებით ასევე მოსკოვის, პარიზის, სტამბულის, ლონდონისა და მილანის ქუჩებში.
„სევდა და იუმორი ჩემი ნამუშევრების ლოკომოტივია. ისინი ქმნიან პოეტურ ენას, რომლებიც ერთი მხრივ ძალიან მარტივი, მეორე მხრივ კი ძალზედ დამაფიქრებელია“
- ამბობს მხატვარი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელსაც ხალხისგან წამოსული დადებითი ემოციები ძალას და შემართებას მატებს, რათა საკუთარი შემოქმედება უფრო და უფრო მეტი ადამიანს მიაწვდინოს მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში.
ამ სტატიაში გთავაზობთ, ესპანელი შემოქმედის ქუჩის მხატვრობის ნიმუშებს, რომლებიც მთელი ესპანეთის და მსოფლიოს დიდი ქალაქების მასშტაბით შეგიძლიათ
იხილოთ და დატკბეთ არამარტო ვიზუალური მხრით, არამედ მათი შინაარსობრივი მხარითაც.
ჩიტების გამავრცელებელი - სალამანკა
მადრიდი
ლაქა
ფარდები - ვალენსია
ბრმა ფანჯრების სერია - სტამბული
ქსელი - სალამანკა
ნაგავი
შესასვლელი სურეალიზმში - პარიზი
ლონდონი
ჭიანჭველები - პარიზი
ჩემი საკუთარი დროშა - მოსკოვი
ვანდალიზმი - პარიზი
ტვინი