x
image
ნინიკ
გეიშა-ისტორია და ფილმი
imageგეიშა_芸者 იაპონურად გეისია-ხელოვან ადამიანს ნიშნავს. იაპონური ტრადიციების მიხედვით გეიშას ისეთ მეძავს უწოდებენ რომელიც თავის სტუმრებს ართობს, ამისთვის მას მიღებული აქვს მრავალმხრივი აღზრდა-განათლება - იცის მხატვრული კითხვა, ცეკვავს, მღერის, უკრავს სხვადასხვა საკრავზე, იცნობს მაღალ საზოგადოებაში მიღებულ ეტიკეტს, შეუძლია თავაზიანი, მახვილგონივრული საუბარი და სხვა. გეიშები უმეტესწილად ჩაის სახლებსა და ტრადიციულ იაპონურ რესტორნებში მუშაობენ სადაც ისინი წვეულების დიასახლისებად გვევლინებიან და მამაკაც სტუმრებს ართობენ. გეიშა ვალდებულია წარმართოს საუბარი და სტუმრების კარგ განწყობაზე იზრუნოს, ჰქონდეს ფლირტი სტუმრებთან მაგრამ, ამავდროულად შეინარჩუნოს ღირსება.

გეიშების კულტურის უმთავრეს ცენტრებად კიოტოს, ოსაკასა და ტოკიოს მიიჩნევენ, სადაც გეიშები პირველად XVII საუკუნეში გამოჩნდნენ. უმტესწილად გეიშების სახლში ხვდებოდნენ ღარიბი მშობლებისაგან გაყიდული გოგონები ან თავად სახლის მფლობელი გეიშის შვილები.

image

გეიშების ცხოვრებაზე გადაღებული ფილმი ”Memoirs of a Geisha” ეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა და მაშინვე წარმატებული გახდა, ფილმმა მოიგო 3 ოსკარი. 17 გამარჯვება სხვადასხვა კონუკრსებში და 28 წარდგენა ნომინაციაზე.


imageimage





ფილმი არის არტურ გოლდენის იგივე სახელწოდების მქონე წიგნის ეკრანიზაცია. ფილმი ეხება XX საუკუნის ერთერთი ცნობილი გეიშას - Chiyo-ს ხოვრებას.imageიაპონიის ერთერთი ღარიბი ოჯახის 9 წლის გოგონას მიიყვანენ გეიშების სკოლაში აღსაზრდელად. დროთა განმავლობაში გოგონა იზრდება, ეუფლება გეიშას ყველა საიდუმლოს და ცდილობს გადალახოს დაბრკოლებები, რომლებიც ცხოვრებაში ექმნება. ფილმში ასევე მოთხრობილია გეიშას სასიყვარულო ისტორიაც.


image

imageimageფილმის მთავრი გმირი ჩინელი მსახიობი Zhang Ziyi -ია (章子怡).

image

image
image

0
438
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0