შოუბიზნესი ლიზა ყენიას გასაოცარი გარდასახვა რიანად (+ვიდეო) 2014, 21 ნოემბერი, 0:31 ![]() 16 წლის მომღერალი ლიზა ყენია ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. გოგონას ძალიან უნდოდა ჩოგბურთელი ყოფილიყო, წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ ტრამვამ ოცნებები დაუნგრია. ლიზა დედის მსგავსად მომღერლობას აპირებს, თუმცა ბედს ოპერაში ცდის. გოგონამ პროექტ "ერთი-ერთში" მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. შოუ დაახლოებით 10 კვირის მანძილზე გრძელდება და მასში 8 მომღერალი იღებს მონაწილეობას. შეფასების სისტემე კომბინირებულია, ჟიური ქულებს წერს, მაყურებელი კი საკუთარ სიმპათიას SMS-ების მეშვეობით ავლენს. ამის გარდა პროექტის ყოველი მონაწილე, ყოველ ტურში საკუთარ რჩეულს ავლენს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვირის ბოლოს პროექტს არავინ ტოვებს, რაც მომღერლებს დაშვებული შეცდომის გამოსწორებისა და საკუთარ თავზე ხანგრძლივად მუშაობის საშუალებას აძლევს. ![]() ![]() 19 ნოემბერს ლიზა ყენიამ მომღერალი რიანა განასახიერა. გოგონამ ჟიურისა და მაყურებლის კომპლიმენტებიც დაიმსახურა. აი, როგორ გამოიყურება ლიზა ყენია რიანას ამპლუაში. 226 2-ს მოსწონს
|