x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138468
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
ია ფარულავა ტარიელ სუარს სასამართლოში უჩივის? დაშორდა თუ არა წყვილი?
image

ია ფარულავა და მისი მეუღლე ტარიელ სუარი მუდამ ყურადღების ცენტრში არიან. საზოგადოებას მათი პირადი ცხოვრება აინტერესებს და შესაბამისად ყვითელი პრესაც მათზე ნადირობს. წყვილს ბევრი სკანდალისა და უთანხმოების გადალახვა უწევს. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ია ფარულავამ მეუღლეს ტარიელ სუარს სასამართლოში უჩივლა. საჩივარი კი არც მეტი და არც ნაკლები სექსუალურ ძალადობას ეხებაო. აღნიშნული ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა. წყვილი სასამართლოში მართლაც იმყოფებოდა, მაგრამ სხვა მიზეზების გამო.

რამდენიმე დღის წინ წყვილი კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში. "ტარიელ სუარი მართლა ვიგოდნიკი ნაბიჭვარი ყოფილა. მე რომ არ გამეპიარებინა ეგ ყ..., დღეს არავის ეცოდინებოდა მის შესახებ. მართალია გენიალური მუსიკოსია, მაგრამ უვარგისი ადამიანი. დაბლოკეთ ყველამ ეგ ყ... კაცა..."-ეს განცხადება გავრცელდა ია ფარულავას ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე. როგორც გაირკვა, მსახიობს სოციალური ქსელი გაუტეხეს და ეს განცხადებაც მას არ ეკუთვნოდა. ფარულავასა და სუარის მტკიცებით, მათ უთანხმოება არ აქვთ და თავსაც შესანიშნავად გრძნობენ. მეტიც, მალე ისინი ტურნეს მოაწყობენ, ტარიელი დაუკრავს ია კი ამავე საღამოებს წაიყვანს.

ფაქტი ერთია, წყვილის ურთიერთობა ბურუსითაა მოცული. ვუსურვოთ მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი...


image

0
141
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0