სხვა ტუჩებში კოცნა უარყოფითად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე 2014, 17 ნოემბერი, 19:02 მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფართოდ იმატა გრძნობის გარეშე კოცნამ, მე მაინც მინდა ყურადღება ჯერ გრძნობებიდან წამოსულ კოცნაზე გავამახვილო და მერე გადავიდე სტატიის მთავარ თემაზე. კოცნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანია წყვილის სასიყვარულო ურთიერთობაში, რითაც ცდილობს ორივე მხარე, შესაბამისად გამოხატოს აღნიშნული გრძნობა. ისიც მოგეხსენებათ, რომ კოცნის დროს ვხუჭავთ თვალებს (ხშირ შემთხვევაში ასეა, თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისს), ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანი კოცნის დროს თვალის დახუჭვით ქვეცნობიერად იცავს თავს გადატვირთვისგან, ვინაიდან კოცნის დროს თავის ტვინში ხდება ემოციების აფეთქება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა- გადამეტებული გრძნობებისა და ემოციების ფონზე. სწორედ ამიტომ ვხუჭავთ თვალებს, რითაც ქვეცნობიერად ვბლოკავთ ვნების გარკვეულ ნაკადს და თავს ვიცავთ არასასურველი შემთხევევისგან.
ისიც გექნებათ გაგონილი, რომ ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით თუ კოცნა სამ წუთს გრძელდება, დაწვავთ 12 კალორიას. კოცნის დროს ვავარჯიშებთ 14 კუნთს და ვიხანგრძლივებთ სიცოცხლეს. ასევე კარგი საშუალებაა დეპრესიის დროს, თუმცა ამდენ სიკეთესთან ერთად მას უარყოფითი მხარეც გააჩნია. მაშ, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს ტუჩებში კოცნამ ჩვენს ჯანმრთელობაზე? მეცნიერების მტკიცებით, მათ, ვისი კოცნაც ცხრა წამზე მეტხანს გრძელდება, 80 მილიონი ბაქტერია გადაედებათ ერთმანეთისგან. ვინაიდან პირის ღრუ შეიცავს სხვადასხვა ცოცხალ მიკროორგანიზმებს, აქედან გამომდინარე, მათ, ვინც დღეში 9-ჯერ მაინც კოცნიან ერთმანეთს, იდენტური მიკროორგანიზმები აღენიშნებათ ხოლმე. ახალი მეცნიერული შედეგები კი გვამცნო ჟურნალმა "Microbiome"-მ, სადაც აღნიშნული ინფორმაცია ჰოლანდიელ მეცნიერებს ეკუთვნით, რომელთაც ექსპერიმენტი ამსტერდამში ჩაატარეს. მოხალისედ აივანეს 21 წყვილი, რომელნიც დღის მანძილზე საათობით კოცნიდა ერთმანეთს. ცდები კი მათ პირის ღრუდან (ენა და ნერწყვი) აღებული ნაცხის საშუალებით ჩაატარეს, მათ უკვე იდენტური ჰქონდათ ხანგრძლივი კოცნების შემდეგ პირის ღრუში არსებული ბაქტერიები. კონტროლირებადი ექსპერიმენტის ჩასატარებლად კი მათ წყვილთაგან ერთ-ერთს მისცეს პრობიოტიკის სასმელი, რომელიც შეიცავდა ლაქტობაცილსა და ბიფიდობაქტერიას, ცდამ კი აჩვენა, რომ ნერწყვში ბაქტეირების არსებობა სამჯერ გაიზარდა. მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ კოცნის სისტემატიურობა და ხანგრძლივობა ვერ იმოქმედებს ენის მიკროფლორაზე, თუ ცხოვრების ჯანსაღ წესს დაიცავთ- კვების რეჟიმი და პირადი ჰიგიენა. მაშ, დაიცავით ჰიგიენა და აკოცეთ თუ მართლა გიყვართ, მე კი პოზიტიური ფოტოკრებულით დაგემშვიდობებით. 1702 21-ს მოსწონს 1-ს არა |
(P.S. ეს "გამოკვლევებული" მეცნიერები ესენი :))) )