x
image
მანჩო 777
ყველაზე სულელი პაციენტები - ექიმების მიერ მოთხრობილი პატარა ისტორიები
ადამიანების სისულელე და უპასუხისმგებლობა ხშირად გვანცვიფრებს და შოკში გვაგდებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე მათ ჯანმრთელობას ეხება. გთავაზობთ ექიმების მიერ მოთხრობილ მცირე ისტორიებს მათი პირადი პრაქტიკიდან. რა თქმა უნდა, მათი უმეტესობა მხიარულია და ღიმილისმომგვრელი.


image


"ერთმა ქალმა 3 თვის ჩვილი გამოკვლევაზე მოიყვანა კლინიკაში. პატარას ხელზე ჰქონდა ლაქა, რომელიც კაკაოს წააგავდა. რა თქმა უნდა, მე მაშინათვე დავუწყე დედას ახსნა, რომ პატარებისათვის კაკაოს მიცემა არ შეიძლება. ქალმა მიპასუხა: "არა უშავს, ეს კაკაო კი არა, ყავაა".


image




"მე ვმუშაობ აფთიაქში. ერთხელ ჩვენთან მოვიდა გოგონა, რომელმაც ჩასახვის საწინააღმდეგო რგოლი იყიდა. ერთი თვის შემდეგ ეს გოგონა ისევ მოვიდა აფთიაქში თხოვნით, ხომ არ გვქონდა სხვა მსგავსი რგოლებიც. ჩემდა გასაოცრად შევნიშნე, რომ მას წინა ვიზიტის დროს შეძენილი ჩასახვის საწინააღმდეგო რგოლი მაჯაზე სამაჯურის მაგივრად ეკეთა".


image



"ერთხელ მოვიდა ქალი, რომელაც ანალიზები ჩააბარა ვენერიულ ინფექციებზე. ის ძალიან დაბნეული და დარცხვენილი იყო და სულ იმეორებდა, რომ მხოლოდ ერთი სქესობრივი პარტნიორი ჰყავდა. შემდეგ მან განაცხადა, რომ შეუძლებელია სხვა ქალებისაგან გადადებოდა დაავადება, რადგან კიდეც რომ ჰყოლოდა სხვა პარტნიორი, ის მუდამ ერთი და იგივე პრეზერვატივს იყენებდა, რომელსაც ყოველი აქტის წინ გულდაგულ რეცხავდა".


image



"მე ვეტერინარად ვმუშობ. ერთხელ მე მომიხდა ხანგრძლივი ახსნა-განმარტება ჩამეტარებინა ერთი ქალბატონისათვის, რომელიც ცდილობდა რწყილების ამოძრობას თავისი ძაღლის სხეულიდან. მე ძლივს დავარწმუნე ეს ქალი, რომ ეს რწყილები კი არა, ჩვეულებრივი ხალები იყო".


image



"ერთი ახალგაზრდა პაციენტი გოგონასათვის მოგვიხდა ფეხის ამპუტაცია გავეკეთებინა, მაგრამ ჩვენი გაოცება გამოიწვია იმან, რომ ის ამას სრულებითაც არ განიცდიდა. როცა ამის მიზეზი ვკითხეთ, გოგომ გულგრილად გვიპასუხა: დიდი რამე, თუ ფეხი მომჭერით, ხომ ამომივა ისევ მალე".


image



"ჩემი მეგობრის დედა მუშაობს ექიმად რაიონში, სადაც ძალიან ბევრი დანაშაულებრივი ჯგუფია. მას გამუდმებით უხდება აუხსნას რევოლვერით მოკლულის ოჯახის წევრებს, რომ თავში სროლის შემდეგ შეუძლებელია ტვინის ტრანსპლანტაცია".


image



"მე მედიცინის და ვარ. ერთხელ საორდინატოროში ვიჯექი, როცა გაისმა სიგნალი იმისა, რომ ვიღაცა გონს მოვიდა. მე სასწრაფოდ შევვარდი პალატაში ყველაზე ცუდის მოლოდინში და რას ვხედავ: პაციენტის ახლობელს მისი ელექტროდები თავად დაუმაგრებია ზურგზე. მან გულგრილად მითხრა: ზურგზე მგონი ნერვი დამეჭიმა, ამიტომ გადავწყვიტე ელეტროშოკერი ცოტა ხნით მე გამომეყენებინა..ამით ხომ არაფერი დაშავებულა?"


image



"ერთმა დედამ ტემპერატურა ასე გაუზომა თავის გოგონას: მან ჩართო ღუმელი და ერ თი ხელი შიგ შეყო, მეორე ხელი კი პატარას შუბლზე ედო. ამ ანგარიშით გამოვიდა, რომ მის ბავშვს 120 გრადუსი სიცხე ჰქონდა."


image



"ერთ 16 წლის გოგონას ეგონა, რომ ის ფეხმძიმედაა, ამასთანავე მას ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, თუ სად იმყოფებოდა მისი საშვილოსნო. ჩვენ მას დელიკატურად ავუხსენით, რომ საქმე ეხებოდა მის გენიტალიებს. გოგონამ გაკვირვებით გვკითხა: განა საშვილოსნო და ჭიპი ერთი და იგივე არაა? თურმე მას ეგონა, რომ ბავშვები ჭიპიდან იბადებიან".


image



"მე ფარმაცევტი ვარ. ერთი ქალბატონი გვიმტკიცებდა, რომ ჩვენთან შეძენილმა ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატმა ის არ დაიცვა კატის ბეწვის ალერგიისაგან. როცა ქალს ვკითხეთ, თუ როგორ გამოიყენა ეს პრეპარატი, მან გვითხრა, რომ სპრეი, რომელიც ცხვირში უნდა შეეფრქვია, სინამდვილეში კატისათვის დაუსხამს ბეწვზე."


image




2
515
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
515
  
2014, 24 ნოემბერი, 13:43
მე არ გიმალავდი, ნინი..საიტი მალავს ასეთ პოსტებს, არ ჩანს ხოლმე:(
2014, 24 ნოემბერი, 13:42
ამას მიმალავდი მანჩო:D
0 1 2