საქართველო ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა 2014, 17 ნოემბერი, 13:41 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 17 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დავით დონდუას, გიგი გიგიაძესა და ხათუნა თოთლაძის დანიშვნას. როგორც იცით, ხათუნა თოთლაძე გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის დის, მზია თოთლაძის შვილი და დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეა. ხათუნა თოთლაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2002 წლიდან მუშაობს. მას, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს გააჩნია საერთაშორისო სამართლებრივ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2003 წლიდან საქმიანობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში. 2012 წლიდან დღემდე გახლდათ საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი. 653 3-ს მოსწონს
|