საზოგადოება ინგა გრიგოლია: "წუხანდელი გადაცემის მერე ვარ ცუდად" 2014, 17 ნოემბერი, 12:07 "წუხანდელი გადაცემის მერე ვარ ცუდად"-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია წერს. "წუხანდელი გადაცემის მერე ვარ ცუდად. ვზივარ და მეტირება. ვინც მიცნობს, მიხვდება, რა ცუდად ვარ და ვინც არ მიცნობს, ალბათ იფიქრებს რომ ფარისეველი ვარ. არ ვარ ფარისეველი. იმ უსინათლო ავჩარკამ და სამფეხა ძაღლებმა მომსპეს. იმიტომ მომსპეს განსაკუთრებით, რომ პატრონებმა მიაგდეს იმის მერე, რაც მხედველობა დაკარგეს და კიდურები. ხოდა ვეღარ ვიძინებ ამ ძაღლების დარდით. რა სევდიანი ტიპები იყვნენ. რა გავაკეთო მათთვის, აღარ ვიცი. ვზივარ და მეტირება. იმის ნაცვლად რომ პატრონებს მიეხედათ, ასე არაადამიანურად მიაგდეს გაჭირვებაში. მკლავს ძაღლების სევდა. რამე რომ გავაკეთოთ, არ შეიძლება? მინიმუმ თავშესაფარი, გადავარჩინოთ, მოვკვდი მათი ცოდვით, "-წერს ინგა გრიგოლია "ფეისბუკის" პირად გვერდზე. 6863 5-ს მოსწონს
|