პოეზია ხვალ გალაკტიონობა აღინიშნება 2014, 16 ნოემბერი, 23:43 ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში ხვალ გალაკტიონობა აღინიშნება. გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 123 წლისთავთან დაკავშირებით, პოეტის სახლ-მუზეუმის ეზოში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
როგორც ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, სოფელი დილიდან უმასპინძლებს სტუმრებს, ვანის რაიონის სოფლებიდან, ასევე მთელი საქართველოდან. 12:00 საათი : გალაკტიონ ტაბიძის ძეგლის შემკობა, სტუმრების მიღება, მისალმება, კონკურსის გახსნა. 12:30 საათი: "გალაკტიონის ლექსის კონკურსი" იმერეთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით. 14:30 საათი: სტუმრების მიღება გალაკტიონის ქოხში. 16:00 საათი: პოეზიის საღამო "ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა." 54 შეფასება არ არის
|