x
image
Ezhichok
როგორ ატარებენ შესვენების დროს ზოდიაქოს ნიშნები და რას მიირთმევენ ისინი

imageვერძი - ცოტას წაივარჯიშებენ. ტენისს ეთამაშება კედელს.... აუცილებლად მოუგებს. ხოლო უკანა გზაზე იყიდის ჩვეულებრივ სენდვიჩს და მანქანაშივე მიირთმევს.
კურო - თავის ლანჩს გაატარებს ფინანსებზე ბჭობით მრჩეველებთან. კარგად მიირთმევს და ჩვეულებისამებრ სადილის შემდეგ ტკბილეულის დაყოლებს... და ამის შემდეგ კიდევ დააყოლეს ფუნთუშებს.

ტყუპები - შესვენების დროს, გასცემენ ბრძანებებს და საუბრობენ მობილურზე. სამსახურში დაბრუნებისას, შესაძლოა სულაც შეიცვალონ გეგმები და წავიდნენ კინოში. როგორც წესი, მიირთმევენ რესტორანში.

კირჩხიბი: ფული რომ არ დაეხარჯოს, სადილის დროს მიდის სახლში ან ბანკში, რათა თვალი გადაავლოს ფინანსებს და იმის მიხედვით გადაწყვეტს სად წაიხემსოს. ძალიან უყვარს დედასთან ერთად დროის გატარება, სადმე კომფორტულ ადგილას ან ეცნობა ჭორებს დილის გაზეთებში.

ლომი: შესვენების დროს, ხვდება შესაძლო კლიენტებს და უპირატესობას ანიჭებს აქტიურ საზოგადოებას. ის ყველგან მოხერხებულად გრძნობს თავს. ლომისთვის ლანჩი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს თუ სერიოზულ თემებს განიხილავს, აუცილებლად მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს.

ქალწული: გიჟდება თვითმომსახურებაზე და ყველაფერს თავისით იმზადებს. მისი კრეძი აუცილებლად კარგი შესახედი იქნება. თუ თქვენ ქალწულს მიუტანთ თქვენს მიერ შერჩეულ კერძს. ის დაწვრილებით შეისწავლის მას და თავაზიანად გთხოვთ მას მიანდოთ შეკვეთა.

სასწორი: ყოველთვის ყოყმანობს რომელი აირჩიოს ორ ვარიანტს შორის: მიაშუროს თუ არა წყნარ ფრანგულ რესტორანს ახალგაზრდა თაყვანისმცემელთან ერთად თუ მოდურ და ხმაურიან ბარში წავიდეს მეგობრებთან ერთად. ამდენ ფიქრში შეიძლება დრო არ დარჩეს და სწრაფი კვების ობიექტში მოუწიოს წასვლა.

მორიელი: არასდროს გათქვამს რას აპირებს ლანჩისთვის. უპირატესობას ანიჭებს სწრაფ ლანჩს. უყვარს ამ დროის მარტო გატარება, თუმცა თავს არ არიდებს მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრას. სიამოვნებით უნიშნავს პაემანს სხვის შეყვარებულებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ვერ უძლებს მორიელის მიმზიდველობას

მშვილდოსანი: უყვარს სეირნობა, უამრავ ადამიანთან შეხვედრა. მიირთმევენ მსუბუქად და უარს არ ამბობენ დალევაზე.

თხის რქა: ძალიან დატვირთულია, ხშირად არც გადის სასადილოდ და თუ მაინც გადის, ეს აუცილებლად ეხება ფინანსებს და საქმის წინსვლისთვისაა საჭირო.

მერწყული: არ შორდებიან ტექნიკას, შეუკვეთავენ საკვებს და პირდაპირ კომპიუტერთან მიირთმევენ. თუმცა, არც გარეთ გასვლაზე იტყვიან უარს იმ შემთხვევაში, თუ მათ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი დაპატიჟებს. გიჟდებიან ქალების/კაცების საზოგადოებაში ყოფნაზე.

თევზები: ამ სენტიმენტალურ ზოდიაქოს ნიშნებს ავიწყდებათ სადილის დროის არსებობა.. და თუ გაახსენდებათ, ეს სადილი არ ჩაივლის ერთი ჭიქა ღვინის გარეშე.

0
143
5-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0