x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს უკრაინიდან მიმართა

image15 ნოემბრის აქცია ვარდების მოედანზე დაიწყო და მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლეს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე მთელი დღის განმავლობაში აცხადებდა, იმერეთის რეგიონიდან აქციას დაახლოებით 3 ათასამდე მონაწილე შეუერთდებოდა.

მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აქციის კონაწილეებს მიმართავდა, რაზეც დღის პირველ ნახევარში საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაურიც საუბრობდა, თუმცა ზუსტად არავინ იცოდა, თუ რა ფორმით მოხდებოდა მიმართვა: - სატელევიზიო ჩართვით თუ...?imageimageimageმიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან მიმართა ქართველ ხალხს და აქციის მონაწილეებს. მან საზოგადოებას მოუწოდა: - " ...ყველამ ქედი მოვიხადოთ კახა ბენდუქიძის და იმ ქართველი გმირის წინაშე, რასაც დავით ყიფიანი ერქვა". ჩვენ გვინდა არა მიჯირყვნილი საქართველო, არამედ თავისუფალი და ლაღი, ერთის მხრივ არის საქართველო, რომელსაც მივყავართ ევროპისკენ, როგორც ეს სწამდა სულხან - საბას, დავით აღმაშენებელს, ილის, ერთის მხრის არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველო და მეორეს მხრივ კი არის საქართველო, რომელსაც მიაქანებენ საერთაშორისო იზოლაციისკენ. ივანიშვილის ოცნებაში არის ერთი პროვინციელი დიქტატორის ოცნებაზე მორგებული საქართველო, მართალია პატარაა მაგრამ ძალიან დიდია ჩვენი ქვეყანა თავისი სიძლიერით, ივანიშვილის საქართველო არის ჩუმად და ჩვენი საქართველო არის ხმაურიანი, როგორც დღეს ხმაურობს სრულიად საქართველო. დაჩმორებული და გაბანძებულია ივანიშვილის საქართველო. ჩვენს საქართველოში იქმნება ნამდვილი ქართული ტელევიზიები და მეორეში პუტინის მიერ მართული ტელევიზიები. ახლა როგორც არასდროს აწმყო და მომავალი უნდა იყოს ჩვენი საქართველოს მხარეს.თუ ასე გაგრძელდება, დრო დადგა ვუთხრათ ივანიშვილს, რომ ქართველი ერი არ ირჩევს მის ოცნებას. ..უნდა დავანახოთ მთავრობას რომ ერი ერთიანია და შეუვალია მაშინაც კი, როცა მტერი ჩუმად გვეომება. ერთიანია ერი, როდესაც საქმე ქვეყნის ერთიანობას ეხება. ჩვენი ღირსება ალაპარაკდა, ჩვენ დღეს მოვაწყვეთ ღირსების აღლუმი...წმინდა გიორგი გაგვიძღვეს წინ, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი'.


0
22
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0