x
ჩემთვის ზიდანი
image



მოგესალმებით, ეს ჩემი პირველი სტატიაა, უბრალოდ მინდა მსოფლიო სპორტის და ფეხბურთის უდიდესი ვარსკვლავის, მოვლენის და "პიროვნების" შესახებ ჩემი აზრი გამოვთქვა, მე ვფიქრობ არასდროს არავის გაუვლია მთელი კარიერა ასე დიადად, უშეცდომოდ, ღირსეულად და ვერცერთს აუყვანია გუნდი კონტროლს მისებრ, მიუხედავად მათი მიღწევებისა და ასე შემდეგ, როგორც ეს ფეხბურთის ლეგენდამ და მაესტრომ, ზიდანმა შეძლო!

მაგალითად, 34 წლის ზიდანის დამსახურება იყო 2006 წელს საფრანგეთის ფინალში გასვლა, 50 % -ით მაინც თუ მეტით არა, (( რადგან დომენეკს არც პიროვნული და თავისთავად არც სამწვრთნელო ღირსებები არ გააჩნდა სამაგისოდ, ამას მისი მოთხოვნადობად მოწმობს, ზიდანს პირიქით კარიერის დასრულებისთანავე რეალის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დაინიშნა, იმედია მალე მწვრთნელადაც მოგვევლინება)) და ეს გააკეთა არამარტო საკუთარი ინდივიდუალიზმით არამედ ავტორიტეტით ფეხბურთელებში.

ყველგან სადაც თამაშობდა თანაგუნდელების უმეტესობა კლუბიდან თუ ნაკრებიდან, შეკითხვაზე ვისთან მეგობრობ კლუბში, ზიდანს ასახელებდნენ, მოწნააღმდეგეც თამაშის დროს უმეტეს შემთხვევაში პატივისცემით ეკიდებოდა, ასევე მსაჯებიც, (ნანახი გექნებათ კადრი სადაც ხავი საკუთარ თანაგუნდელს ეჩხუბება, ზიდანის გამო )


და ბოლოს მასზე ღირსეულად არავინ წასულა ფეხბურთიდან და არც მგონია წავიდეს, მაშინ როდესაც რეალი და მსოფლიო თხოვდა დარჩენას მაინც წავიდა, ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ფინალი იყო და იმიტომ იყო ღირსეული წასვლა არა, ჯგუფურიდანაც რო გავარდნილიყო მაინც წავიდოდა და მაგიტომ ვთვლი ღირსეულად რადგან როდესაც უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ხარ, უმაღლეს დონეზე უნდა დაამთავრო კარიერა და არა დამატებითი მილიონებისათვის განაგრძო არაბულ და სხვა დაბალი დონის ჩემპიონატებში როგორც ბევრი იქცევა.

მადლობა ზიზუს ფეხბურთისგან!image

იმედია მწვრთნელად დაგვიბრუნდები :)

4
58
4-ს მოსწონს
ავტორი:drunkenpoet
drunkenpoet
58
  
2012, 16 ივნისი, 20:03
მეც ;)
2012, 16 ივნისი, 16:08
მაგარი კაციაა ამას ვენაცვალე
2012, 17 მაისი, 15:12
ჰო :)
2012, 17 მაისი, 12:56
ნამდვილი სპორცმენიც ესეტი უნდა იყოს,სხვებივიტ არ გაიბანძა თავი ფულის გულისთვის,საგოლ მართლა ზიზუს
0 1 4