შოუბიზნესი ამალია ჯიბლაძე საკუთარ წარსულზე ალაპარაკდა! (+ვიდეო) 2014, 13 ნოემბერი, 19:47 ამალია ჯიბლაძე საქართველომ პროექტ "ნიჭიერის" წყალობით გაიცნო. რუსთაველი მარტოხელა დედა, რომელიც ოჯახს ხელსაქმით არჩენს და შესანიშნავად მღერის ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ამ "ახლადგამოჩეკილმა კონკიამ" ყველა მოგვატყუა, ფონოგრამით იმღერა და მეტიც, წარსულშიც არაერთხელ მდგარა სცენაზე. ასეა თუ ისე, ამალია დღეს იმაზე მეტად პოპულარულია, ვიდრე ქართული შოუბიზნესის ზოგიერთი ვარსკვლავი. ამალიამ დუმილი დაარღვია და "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" საკუთარ წარსულზე ისაუბრა. ამალია ნაბოლარა შვილი გახლდათ და დედასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ დედა-შვილი ერთმანეთს დღემდე ვერ უგებს. გარდატეხის პეროიდში გოგონას ოცნება ერთი გახლდათ–საკუთარი ოჯახისგან გაქცევა. ამ ყველაფერს დედ-მამას შორის ხშირი კამათი და გაუგებრობაც ერთვოდა. ამალიას მიმოწერა ჰქონდა ასტრახანში მცხოვრებ მეგობარ გოგონასთან, რომელსაც რუსეთში ჩააკითხა. რუსეთში ჩასული მზესუმზირას ყიდდა და დარაჯადაც მუშაობდა. 17 წლის ამალია დაოჯახდა. მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ კი გულის მანკი ჰქონდა. ოჯახი სამ წელიწადში დაინგრა. ამალიას უფროსი ქალიშვილი დღეს ჯანმრთელობას აღარ უჩივის და საკუთარი ოჯახიც ჰყავს. ამალიამ გიტარაზე დაკვრა ბავშვობაში ისწავლა და ეს მისთვის ბავშვობის ერთ-ერთი ტკბილი მოგონებაა.ასტრახანში ამალია კულტურის სასწავლებელში სწავლობდა. მან კვარტეტი დაარსა და თავისუფალ დროს რესტორნებშიც მღეროდა. ამალიას ორი და ჰყავს, ერთი დედის მეორე კი მამის მხრიდან. რამდენიმე წლის წინ ამალია საქართველოში დაბრუნდა და მეორედ დაოჯახდა. მისი მეუღლე წელიწადნახევრის წინ მოკლეს. ამალია დღეს მოხუც დედამთილს და პატარა ქალიშვილს უვლის. 192 3-ს მოსწონს
|