გასულ კვირას ბრიტანეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს, ქეთი მელუას სმენასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გაუჩნდა, რის გამოც ექიმს მიაკითხა. ხოლო ის, რაც საავადმყოფოში მოხდა, ნამდვილად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა!
დეტალური გამოკვლევის შედაგად აღმოჩნდა, რომ უცნაური "მოძრაობები და შუილები", რაც მომღერალს მთელი ერთი კვირის მანძილზე ესმოდა, არაფერი იყო, თუ არა პაწაწინა ცოცხალი ობობას ხმა. პაციენტს ობობა ყურიდან ამოუღეს და ქილაში მოთავსებული "სამახსოვროდ" გადასცეს. თუმცა, 30 წლის მომღერალმა ჰუმანურობა გამოიჩინა და სახლში დაბრუნებისთანავე პაწაწინა მწერი ეზოში გაუშვა.


"როგორც ჩანს, ჩემს ყურში იგი საყურისიდან მოხვდა და მთელი კვირა გაატარა იქ. მიკროსასრუტში საშინელი სანახავი იყო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან პატარა და შეუმჩნეველია, არაფერში მიშლიდა, მხოლოდ ზოგჯერ უცნაური "შუილი" მესმოდა" - იხსენებს ქეთი მელუა.