x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
უცნაური სამედიცინო პროცედურები წარსულიდან, რომლებიც გაგაოგნებთ +16
ის, რომ მედიცინა დღეს განვითარების მხრივ მაღალ საფეხურზეა, მემგონი ამის ახსნას ჩემგან არ საჭიროებთ. უწინ, მხოლოდ ტემპერატურის მომატების და "ბატონების" გამო ხალხი იხოცებოდა, რასაც "შავ ჭირს" უწოდებდნენ. უძლური იყო უწინ მედიცინა დაავადებების წინააღმდეგ, ბალახეული და მცენარეული მეთოდებით ახერხებდნენ გამკლავებოდნენ თავს დამტყდარ ამა თუ იმ უბედურებას, თუმცა გასულ საუკუნეებშიც არსებობდა პროცედურები, რომლებიც იმ დროისთვის სრულიად მისაღებ მეთოდებს წარმოადგენდა. ძველი, ველური ეგვიპტელები მიიჩნევდნენ, რომ სისხლის ცირკულაცია ტვინში მიმდინარეობდა და რომ გულით ხდებოდა ინტელექტუალური და გონებრივი ქმედებები. თვით ჰიპოკრატეს თქმით საშვილოსნო მოხეტიალე ორგანო იყო. არამარტო ესენი, არის კიდევ უამრავი მათი მოსაზრება და მკურნალობის სასაცილო თუ ველური პროცედურები, რომლებიც მაშინ სრულიად მისაღები იყო.


image


მაშ, წარმოგიდგენთ უცნაურ სამედიცინო პროცედურებს წარსულიდან, რომლებიც გაგაცინებთ და თან გაგაოგნებთ.




1. ვერცხლისწყლის პროცედურები.



ლეგენდის თანახმად, ჩინეთის პირველი იმპერატორი Qin Shi Huang-ი სწორედ ვერცხლისწყლის გამოყენებით ცდილობდა გამხდარიყო უკვდავი (გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე), თუმცა მისივე ზემოქმედების გამო 40 წლისაც არ იყო რომ დაიღუპა. ვერცხლისწყალს გამოყენებდნენ მარილისა და კოსმეტიკის დანამატებთან ერთად, როგორც ანტისეპტიკურ საშუალებას კანისთვის სიფილისის დროს.

image




2. თამბაქოს კვამლის ოყნა.

17-18 საუკუნეში რეანიმატოლოგის ნაკრებში უთუოდ შეხვდებოდით პიკანტურ, თამბაქოს კვამლისთვის ოყნას. ეს იყო ინოვაციური მოწყობილობა რეზინის რეაქტიული მილით, რომლის ბოლოც რამოდენიმე ბეწვით მთავრდებოდა. მკურნალობის ამ მეთოდს გამოიყენებდნენ გაციებისას, თავის ტკივილისას, თიაქარის დროს, მუცლის ტიფისა და ქოლერისას, თუმცა 1811 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის მოქმედებდა გულზე უარყოფთად და ამოიღეს ხმარებიდან.

image




3. გადაბმული, ჩაკეტილი ბზრიალა სკამები.

ასეთი სკამები საჭირო გახდა მედიცინაში პერსონიფიკაციის ჰუმანური მკურნალობისთვის ფსიქიური პაციენტებისთვის 19-ე საუკუნეში. მიაჩნდათ, რომ ამ სკამის საშუალებით წრიულ შემოვლებს შეეძლო შეერყია ტვინი და გაეთავისუფლებინა პაციენტი შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიური დარღვევებისგან.

image




4. რადიოაქტიური წყალი.

1900-ნი წლების ადრეულ ხანაში ძალზედ პოპულარული იყო რადიოაქტიური წყალი, რომელიც მათი თქმით ფსიქიურ დაავადებებს კურნავდა და ამავდროულად ხელს უშლიდა დაბერებას. თუმცა ძირითადად გამოიყენებდნენ დიარეასა (შეკრულობა) და მალარიის დროს. რადიუმს უმატებდნენ წყალს, კონტრაცეპტივებს, კანფეტს, კბილის პასტასა და სანთელს, ასე მიიღებოდა პრეპარატი. თუმცა დღეს ყველამ ვიცით, რომ რადიოაქტიური სხივები საშინლად მავნებელია ორგანიზმისთვის და სხეულს მათი მხოლოდ 80 %-ის გაფილტვრა შეუძლია, ხოლო დანარჩენი 20% რჩება ძვლებში, სისხლსა და ქსოვილებში.

image




5. "ვიბრატორი" ქალური ისტერიების სამკურნალოდ.

ექიმებმა დაასკვნეს, რომ ქალები, რომლებსაც აღენიშნებოდათ ფსიქიური აშლილობა ისტერიული ფორმებით, ვერ განიცდიდნენ ორგაზმს. ამიტომ გადაწყვიტეს ალტერნატიული გზა მოეძებნათ ამ ზემო ხსენებულის განკურნების მიზნით. უძველესი ბერძნები ამ გზის სამკურნალოდ მენჯის მასაჟს მიიჩნევდნენ, თუმცა 1920 წლამდე მხოლოდ და გამოიგონეს პირველი ვიბრატორი, თქვენ წარმოიდგინეთ მტვერსასრუტზე ადრე გამოჩნდა იგი პრაქტიკაში, რომელსაც გამოიყენებდნენ ქალის ორგაზმისთვის და მხოლოდ და მხოლოდ სამკურნალო მიზნებისთვის.

image




6. წურბელებით მკურნალობა.

დიდი ხნის წინ საპარიკმახეროში მხოლოდ თმის შესაჭრელად როდი მიდიოდნენ, მიდიოდნენ ასევე კბილის ამოსაღებად, მოტეხილი ხელის ფიქსაციისათვის, აყრილი ძარღვების სამკურნალოდ, ცხვირიდან სისხლდენისა და "პნევმონიის" სამკურნალოდაც კი (ფოლტვის ანთება). მედიცინა როგორც მიიჩნევს, სხეული უნდა ეყრდნობოდეს სითხის ოთხ ბალანსს: ნაღველი, ნახველი, სისხლი და სიყვითლე. ამიტომ ამ ბალანსების სამკურნალოდ დაიწყეს თავდაპირველად წურბელების გამოყენება, რომლებიც ჯანმრთელობისთვის უვარგის სითხესა თუ სისხლს წოვდნენ ადამიანის ორგანიზმიდან.

image




7. ურეცეპტოდ მორფი და "ოპიატები".

მორფი ერთადერთი ძირითადი პრეპარატი იყო მედიცინის კაბინეტში და მიუხედავად იმისა, რომ დღეს იგი გამოიყენება მხოლოდ ანესთეზიისთვის ოპერაციებში, უწინ ის გამოიეყენებოდა როგორც გაციების, უძილობის და გამაყუჩებელი საშუალება მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილებისას. თქვენდა გასაოცად, ასევე ენიშნებოდათ ჩვილ ბავშვებს, როდესაც ჰქონდათ წუხილები კბილის ამოსვლის დროს. 1990 წელს შეგეძლოთ ყოველგვარი რეცეპტის გარეშე შეგეძინათ კოკაინი, ჰეროინი, მორფი და ოპიუმი.


image




8. თავის ქალის ტრეპანაცია (გაკვეთა).

თავის ქალის გაბურღვა პაციენტისთვის ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე ჩვეული მოვლენა იყო მედიცინის ისტორიაში. ერთ-ერთ ქირურგიულ პროცედურად ითვლებოდა მეზოლითის პერიოდში. ძირითადად ამ ხერხს მიმართავდნენ ფსიქიური დაავადების დროს და ცდილობდნენ განედევნათ თავიდან ბოროტი სულები. ამავე მეთოდით ცდილობდნენ კრუნჩხვის განკურნებასაც. რაოდენ გასაოცად და ბარბაროსულად არ უნდა ჟღერდეს, ბევრი პაციენტი გადარჩა და განიკურნა პროცედურით. 21-ე საუკუნეშიც არსებობს ტრეპანაციის მეთოდი, რომელსაც ძირითადად ნეიროქირურგიულ განყოფილებაში ტვინის ტრავმული დაზიანებების დროს ახდენენ.

image





9. კანიბალიზმი.

დღეს, დღევანდელ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ერთი სხეულის ხარჯზე მეორის სიცოცხლის გადარჩენა, გადანერგვა ორგანოების, სისხლის გადასხმა და ა.შ, თუმცა 18-ე საუკუნეში ძველი ბერძნები მედიცინაში- შეიძლება ითქვას კანიბალიზმს იყენებდნენ, კერძოდ კი თუ გტკივათ კუნთები, უნდა დაიზილოთ ადამიანის ქონით; ეპილეფსიას უშველიდა გლადიატორის სისხლი პეროლალური გზით მიღებით (დალევა). ასე, რომ 18-ე საუკუნეში ადამიანის ორგანოებს, სისხლსა და ქონს სამკურნალო საშუალებებად გამოიყენებდნენ.

image



0
2292
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0