სისხლის სამართალი კახეთში 12 წლის გოგონა მე–8 კლასელებმა გააუპატიურეს, დამნაშავეები დაუსჯელები დარჩებიან? 2014, 12 ნოემბერი, 22:10
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძალადობა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. "სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, დილის 9 საათიდან შუა დღის 3 საათამდე მსგავსი ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა და ვერც მოხდება"-განაცხადა სკოლის დირექტორმა. სოფლის რწმუნებული კი იხსენებს, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები და გოგონა ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, რათა დაზარალებულს დანაშაულის ადგილი ეჩვენებინა. ტერიტორია, კი სადაც ეს საზარელი შემთხვევა მოხდა და კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის და არა სკოლას. სოფლის რწმუნებული კი დამნაშევეების სოფლიდან გადასახლებას მოითხოვს. სავარაუდოდ დამნაშავეებს არც ციხის გისოსები და არც სხვა სასჯელი არ ელით. როგორც წესი, მე-8 კლასელი ბავშვები ჯერ 14 წლისანი ჯერ არ არიან. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი კი მხოლოდ მაშინ დგება, თუ პირი მინიმუმ 14 წლისაა. 443 4-ს მოსწონს
|