სხვა ჩინელმა პროგრამისტმა ნახევარი მილიონი იუანი (დაახლოებით 80 ათასი დოლარი) დახარჯა 99 ცალი iPhone 6-ის შესაძენად 2014, 12 ნოემბერი, 21:59 ჩინელმა პროგრამისტმა ნახევარი მილიონი იუანი (დაახლოებით 80 ათასი დოლარი) დახარჯა 99 ცალი iPhone 6-ის შესაძენად, რომელიც თავის შეყვარებულს მიართვა და თან ხელი სთხოვა. ჩინელმა Apple-ის სმარტფონების შესაძენად თავისი ორი წლის შემოსავალი გადაიხადა. ეს თანხა საშუალო ფენის წარმომადგენლის 17 წლის ხელფასის ეკვივალენტია. შეყვარებულმა მამაკაცმა შეძენილი სმარტფონების ყუთებით ტროტუარზე გულის ფორმა გამოსახა. მისი გეგმის მიხედვით, iPhone-ებისგან გაკეთებულ გულს უნდა შეეცვალა პატარძლის ნიშნობის ბეჭედი. ტექნიკის შეძენის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცს შეყვარებულისთვის თაიგულის შესაძენადაც დარჩა ფული. გოგონამ შეყვარებული მამაკაცის ძალისხმევა არ დააფასა და მას ქორწინებაზე უარი განუცხადა. 104 1-ს მოსწონს
|