x
2014 სასიყვარულო ჰოროსკოპი - კურო
ტაურუსი


2014 წელი კუროსთვის საკმაოდ მერყევი იქნება. სიყვარულის ძიებაში მარტოხელა კურომ შეიძლება რამოდენიმე "ვარიანტი" ერთდროულად განიხილოს, თუმცა ვარსკვლავები გვაფრთხილებენ, რომ 2014 წელს "თავისუფალი" კუროსთვის ნაკლებად სავარაუდოა მყარი პარტნიორის პოვნა.


ასტროლოგები პროგნოზირებდნენ, რომ კუროსთვის ჯერ კიდევ წინა წლის მიწურულს მეტად სავარაუდო იყო პირად ცხოვრებაში გაურკვევლობის დაწყება, იქნებოდა ეს ვარიანტებს შორის არჩევანის სიძნელე, არსებულ პარტნიორთან დაკავშირებული იმედგაცრუება თუ ყოფილი თაყვანისმცემლის გამოჩენა ჰორიზონტზე.


რაც შეეხება კუროებს, ვისაც საყვარელი ადამიანი უკვე ყავს, 2014 წელს ვარსკვლავები პარტნიორებისადმი კრიტიკის შერბილებას ურჩევენ. თუმცა ალბათ ამაოდ, რადგან წლის პირველ ნახევარში ზოდიაქოს ამ ნიშნების მოჭარბებული კრიტიკულობა პირველ რიგში მათ ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს დაატყდებათ თავს. ამიტომაც თუ არ გინდათ, ურთიერთობებს ბზარი შეეპაროს, საყვარელი ადამიანის ნაკლოვანებებს გაგებით მოეკიდეთ.



წლის მიწურულს შესაძლებელია აგრესიული და მკვეთრი დაპირისპირებები პირად ურთიერთობაში, რაც მეტად სავარაუდოდ ამ პერიოდისთვის კუროს გამძაფრებული სიჯიუტისა და მასზე ვენერის აგრესორული გავლენის შედეგი იქნება. ასტროლოგები ურჩევენ "ხბოს" ემოციების შეძლებისდაგვარად გაკონტროლებას.


და ბოლოს, 2014 წლის დასრულებამდე ვენერისა და ურანის ჩვეულ რიტმში ჩადგომა (მზის გავლენით მათი ენერგეტიკა მხოლოდ 7 წელიწადში ერთხელ ხდება მძაფრად ქაოტური) გამოწვევს კუროს სტრესის დაქვეითებასა და მის დასტაბილებას, რაც მაღალი ალბათობით უკავშირდება იმ ვარიანტების გადახედვას რაც აქამდე განხილვის არეალში არ მოისაზრებოდა. კუროთა უმეტესობას სასიამოვნო აღმოჩენა სწორად წარსულიდან ელის.

0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:ანნა მაისურაძე
ანნა მაისურაძე
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0