x
image
K.P.
მარიამ როინიშვილის დიდი წარმატება! დატოვებს თუ არა მომღერალი "ცეკვავენ ვარსკვლავებს"?
image
ცნობილი ოჯახის შვილია და საზოგადოებისაგან უყურადღებობას თვითონაც არ უჩივის. თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ქალიშვილი მარიამი წარმატებული მომღერალია. გოგონა უნიკალური ხმითა და შრომისმოყვარეობით სვათაგან გამოირჩევა. საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანია და პოპულარობის მიუხედავად ახერხებს სკანდალებში არასდროს გაეხვეს.

მარიამმა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. იგი ენერგიასა და ძალისხმევას არ იშურებს, რათა მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარსდგეს. შედეგიც არ აყოვნებს, მარიამი ტურიდან ტურში შეუფერხებლად გადადის და სეზონის ერთ-ერთ ლიდერადაც მოიაზრება.

მარიამ როინიშვილი პრესტიჟულ სასწავლებელში, "სანტა ჩეჩილიას აკადემიაში" ჩაირიცხა. გოგონა 12 საუკეთესო სტუდენტს შორის მოხვდა. ყველაფერი მაისში დაიწყო, როდესაც მარიამმა კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტა. მარიამი წესით სულ მალე იტალიაში უნდა გაემგზავროს. რას მიანიჭებს მომღერალი უპირატესობას "ცეკვავენ ვარსკვლავებს" თუ ბევრისათვის სასურველ სასწავლებელს? როგორც გაირკვა მარიამი "ცეკვავენ ვარსკვლავებს" არ დატოვებს. მომღერალმა აკადემიაში წერილი უკვე გააგზავნა და შეეცადა მისი არყოფნის მიზეზი აეხსნა. როგორც გაირკვა აკადემიაში სწავლა სეზონურია და მარიამს მოგვიანებითაც შეუძლია სწავლა განაგრძოს. "მთელი წლის მანძილზე მასტერკლასები სეზონურად ტარდება. მე შემიძლია სიცოცხლის ბოლომდე დავესწრო ამ მასტერკლასებს, რაც ოპერის მომღერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია"-გვიამბო მარიამმა.

მარიამ როინიშვილის პირველი უიღბლო ქორწინებიდან ქალიშვილი, პატარა ელენე ჰყავს. მარიამის მეუღლე მსახიობი გიორგი მახარაძე გახლდათ. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრების წყალობით გაიცნო.


ვუსურვოთ მარიამს წარმატებები...

imageimageimage



1
629
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
629
  
2014, 14 ნოემბერი, 11:40
ძალიან მიყვარს ეს გოგო და მიხარია მისი წარმატება
0 1 1