x
მეტი
  • 19.11.2024
  • სტატია:138331
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512015
გოგონების საოცარი ტრანსფორმაცია, რომელთაც დაამარცხეს ჭარბი წონა

ჭარბი წონა დღევანდელ თანამედროვე საზოგადოებაში აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ჭარბი წონის მთავარი მიზეზი არასწორი კვება, ფიზიკური
ვარჯიშის უგულებელყოფა და ხშირ შემთხვევაში ცხოვრების მჯდომარე წესია. საზოგადოების განსაზღვრულ ნაწილს აქვს ფინანსები და ნებისყოფა იმისა, რომ დღის უმეტესი დრო ჯანმრთელ კვებასა და ფიტნეს ცენტრებს დაუთმოს, ხოლო საზოგადოების უმეტესი ნაწილი კი გურმანობის გამო ვერ კრძალავს საყვარელ კერძსა თუ სასუსნავს და შესაბამისად არც ფინანსები გააჩნია ფიტნეს ცენტრებსა და სატრენაჟორო დარბაზებში სასიარულოდ, ამიტომ ისევ წუხილითა და აღნიშნული ჭარბი წონით განაგრძობენ ცხოვრებას. დამეთანხმება ბევრი თქვენგანი, იმისათვის რომ სასურველ ფორმაში ვიყოთ, სულაც არაა ძვირადღირებული სპორტული დარბაზები საჭირო, ამისათვის კალორიული სადილის აკრძალვა და ბევრი ფიზიკური შრომაა საჭირო, ხოლო ნებისყოფას კი მტკიცე გადაწყვეტილება უნდა დაურთოდ. ვინც იტანჯება ამ ზემო ხსენებული- ჭარბი წონით, ადვილად დაეთანხმება იმას, რომ ძნელია ეს ყოველივე დაიცვა მაშინ, როცა მაცივარში უგემრიელესი სადილი გელოდებათ, მეგობრები კი ხინკალსა და პიცაზე გეპატიჟებიან. თუმცა თუ კი მოახერხებთ და დაითმენთ ისევ და ისევ თქვენდა სასიკეთოდ, დამერწმუნედ, ძალიან მალე გადალახავთ "პიკს" და ახალი ჯანმრთელი ცხოვრება, მალე თქვენი განუწყვეტელი ნაწილი გახდება.


ეხლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ლამაზმანი გოგონების საოცარი ტრანსფორმაცია, თუ როგორ დაითმინეს, აკრძალეს კალორიული სადილი და ვარჯიშით და ბოსტნეულით დაამარცხეს ჭარბი წონა და დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანისთვის შთაგონების წყარო და "სტიმულის" მომცემი იქნება. გისურვებთ წარმატებას, ჯანსაღი წესით ცხოვრებას და გიტოვებთ საოცრად ტრანსფორმირებული გოგონების ფოტოკრებულს.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

9
275
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
275
  
2014, 12 ნოემბერი, 10:19
დამიჯერე ცადე და ნახე როგორ შეეჩვევი,შედეგსაც მიიღებ
2014, 11 ნოემბერი, 23:54
ვცდი თAვიდან:)
2014, 11 ნოემბერი, 23:44
თავიდან ყველა ეგრე და ზუსტად მაგას უნდა გაუძლო,მალევე მიეჩვევი და იცი რა კარგია?
2014, 11 ნოემბერი, 23:08
იუთუბიდან ვარჯიშები გადმოვწერე,გარკვეული დრო ვიყენებდი მაგრამ რამოდენიმე დღეში ისეთი დალეწილი ვიყავი ყველა კუნთი მტკიოდა,იატაკიდან ვარჯიშის მერე ვეღAრ ვდგებოდი:))))))))))))))))))))))))) დავანებე თAვი
2014, 11 ნოემბერი, 21:24
მაგარია, ნებისყოფა + მონდომება და აჰა შედეგიც.
2014, 11 ნოემბერი, 21:11
მეც დაოჯახებული ვარ და ორი შვილი მყავს მაგრამ დღეში 30 წუთს ასე თუ ისე ვახერხებ ვარჯიშისთვის და დამიჯერე შენც შეძლებ მთავარია მოინდომო.შეიძლება ზემიწევნით სწორად ვერ იკვებო მაგრამ ზედმეტი ცხმები,ტკბილეული და ცომეული ამოიღე რაციონიდან
2014, 11 ნოემბერი, 21:05
როცა საკუთAრი თAვი გაბარია მარტო ეს ძნელია,იმიტომ რომ ასეთი მეთოდით შედეგი მალე არაა,დრო სჭირდება,დიასახლისს კი ამდენი დრო არ ქავს,ცალკე შვილს უმზადებს ნოყიერ საკვებს,ცალკე ოჯახს მერე სტუმრები,უნდა არ უნდა სულ სამზარეულოშია და ძნელია გაუძლო,მე ამ შემთხვევაში დიეტა მირჩევნია,გარკვეული პერიოდის,რაც შენ თქვი ეს ძალიან კარგია,მარტო რომ ვცხოვრობდე ან დაოჯახებული არ ვიყო უფრო შევძლებდი მაგ პრინციპით ცხოვრებას
2014, 11 ნოემბერი, 20:23
საერთოდ დიეტას ყოველთვის ჯობია სწორი კვება და ვარჯიში.ბერძნული წიგნი მაქვს სადაც შედგენილი რაციონი თუ როგორ უნდა იკვებოს ადამიანმა სწორად და გეტყვი: ყველაზე მეტი უნდა მიიღო ბოსტნეული (თუნდაც მოხარშUლი,სალათები,ბროკოლი და ასე შემდეგ) და ხილი,ხორცი აუცილებლად უცხიმო (საქონლი ან ქათმის,ყველაზე კარგია ქათმის გულ-მკერდი),ცხიმები უნდა მიიღო მარცვლეულის სახით და არა ცხოველური (მაგალითად თხილი,ნიგოზი,ნუში) რამოდენიმე ლებანი დღეში.ისე 3-4 ლებანი ნიგოზი ხორცის მაგივრობასაც წევს რომ იცოდე იმდენ ვიტამინს და რკინს შეიცავს,კიდეც ბურღულეული(წიწიბურა,შვრია,ბრინჯი და ასე შედეგ) და ყველაზე ცოტა ტკბილეული.მითითებული რომ აუცილებლად უნდა დალიოს ყველას დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი რომელსაც ყველა სიბინძურე,შლაკები და ცხომები გამოაქვს ორგანიზმიდან
2014, 11 ნოემბერი, 19:01
wow კარგი იქნებოდა ერთიორის მეთოდი ან დიეტა გვცოდნოდა:)))))))))))))))))))))))))))))
0 1 9