სხვა 3 შვილის დედა საიდუმლოს გვიმხელს, თუ როგორ დაიკლო წონაში ასე საგრძნობლად 2014, 10 ნოემბერი, 21:47
ჭარბი წონა დღეს რომ მსოფლიო საზოგადოების აქტუალური თემაა, არცერთი თქვენგანისთვის ახალი და უცხო არ იქნება. არასწორმა კვებამ, საშინელმა სამუშაო გრაფიკმა და გარემო ფაქტორებმა ამ საუკუნეში ყველაზე მეტად განაპირობა მოეხდინა გავლენა ჩვენს ვიზუალზე, რაშიც ჭარბი წონა იგულისხმება. ბევრს შესწევს ნებისყოფა დაჯდეს ე.წ. დიეტაზე, იაროს ფიტნეს ცენტრებში და აკრძალოს გემრიელი სასუსნავის მირთმევა, თუმცა განსაზვრული ნაწილი ჭამის სურვილს ვერ ელევა და ფაქტიც აშკარად ისახება გარეგნობაზე.
ამ შესავლის შემდეგ კი მინდა მოგითხროთ ამბავი 3 შვილის დედის, რომელიც 30 წლისაა და თავისებური ხრიკებით სძლია ჭარბ წონას. მაშ რა საიდუმლოს გვიმხელს მარსელა გრაკოვა? ბრიტანეთის ქალაქ Brampton-ში მცხოვხრები 30 წლის Marcela Grakova ცოლად გაჰყვა Peter-ს, რომელიც ასევე ბრიტანეთში ცხოვრობდა. წყვილს 3 შვილი ჰყავს- 8 წლის Ivanov-ა, 5 წლის Isabella და 2 წლის Peter-ი (მამის მოსახელე). მარსელამ, როგორც უკვე ავღნიშნე, 3 შვილი გააჩინა, როდესაც ეყოლა რიგით მესამე, ვაჟი პიტერი, იგი მიხვდა რომ საგრძნობლად მოიმატა წონაში. მისმა ზომამ 14-ით მოიმატა და როდესაც პატარას 11 დღე შეუსრულდა, გადაწყვიტა შვებულება უქმედ არ დაეხარჯა და ყველა ღონე ეხმარა იმისათვის, რომ ჩვეულ ფორმას დაბრუნებოდა. ჩვეულ ფორმაში ჩასადგომად კი მან შემდეგ ხერხს მიმართა. სურდა რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა ბავშვებთან და თან ამავდროულად დაკავებულიყო სპორტით, თუმცა ეს ორი შეუთავსებელი ფაქტია, მაშინ მარსელამ იყიდა ორადგილიანი საბავშვო ეტლი, უმცროსი ბავშვები იზაბელა და პეტრე ჩაისვა და ასე დარბოდა მთელი ბრიტანეთის გარშემო. დღეში იგი ასეთ მდგომარეობაში 13 მილს გადიოდა, თან ყურადღებას აქცევდა პატარებს. ძალიან მალე მარსელა მთელმა ბრიტანეთმა გაიცნო, ხოლო ამ მეთოდით 3 შვილის დედამ რამდენიმე თვეში 6-ი ზომით დაიკლო. მარსელამ ძალიან მალე მიაღწია საწადელს და ჩადგა შესაშურ ფორმაში, თუმცა ამით არ დასრულებულა მისი სირბილი ბრიტანეთის ირგვლივ საბავშვო ეტლით, ის დღემდე განაგრძობს თავისებურ სპორტს. 1415 19-ს მოსწონს
|