x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139019
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
მოდური ტენდენცია-პლისე
პლისე ქსოვილისგან კაბა 100 წლის წინ პირველად დიზაინერმა მარიანო ფორტუნი-ი-მადრასომ შექმნა. მოდის მიმდევრები დიდხანს ვერ ბედავდნენ ასეთი ღია სამოსით საჯაროდ გამოსვლას და მხოლოდ სახლში იწონებდნენ თავს სტუმრების წინაშე.

ბალერინა აისედორა დუნკანი მარიანოს კლიენტი გახლდათ, მან პირველმა დააფასა პლისეს ეფექტურობა და მოირგო სცენაზე. ქალბატონები ძალიან მოიხიბლნენ და უცებ აიტაცეს მოდური ტენდენცია.

წელს პლისეს-დიდი ადგილი უკავია საგაზაფხულო კოლექციებში. განიერი ან ვიწრო ნაკეცებიანი ქსოვილი ერთნაირად გამოდგება როგორც კაბების, ასევე ბლუზების და ქვედაბოლოებისთვის, როგორც გამოსასვლელი, ასევე ყოველდღიური სამოსისთვის.

ცნობილმა დიზაინერებმა, მაგ. Prada-მ პლისე აქტიურად გამოიყენა როგორც ნაზი, ერთფეროვანი, ასევე ნახატებიანი, მაქმანის, ტყავის, ატლასის ქსოვილებისთვის. Chloe-ს კოლექციაში კი აბრეშუმისგან შეკერილი ჰაეროვანი სამოსი იქნა წარმოდგენილი.


image
Prada
image

Chloe

image
Celine
image

Prada
image

Chloe
image

Chloe
image

Chloe
image

Chloe
image
Prada

image

ემა სტოუნი Lanvin; სარა ჯესიკა პარკერი Prabal Gurung

1
523
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
523
  
2012, 24 აგვისტო, 15:44
+10
0 1 1