ჯანმრთელი კვება ქაცვის ზეთი სილამაზისა და ჯამრთელობისათვის 2014, 7 ნოემბერი, 19:16 ქაცვის ტავისებურებები ქაცვი არის ეკლიან ბუჩქიანი ხე იგი ხშირტოტიანია, გავრცელებულია ევროპაში საქართველოში გვხვდება როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთში ქართლში კახეთში გურიაში რაჭაში იგი კარგად იტანს სიცხეს სიცივეს ხარობს ნესტიან ადგილებში ასევე მშრალ ფერდობებზეც ქაცვის ნაყოფის რბილობი შეიცავს 8% ცხიმოვან ზეთს თესლებში მისი შემცველობა 12% მდეა ასევე მასში შედის კაროტინი გლუკოზა ვაშლის მჟავა ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.ქაცვის ნაყოფს აგროვებენ მისი მწიფობის დროს მანამ სანამ დარბილდებოდეს მაყოფი უნდა მოიკრიფოს მშრალ ამინდში ქაცვის ტოტებზე ნაყოფის გაყინვის შემდეგ კრეფენ რადგან ყინვების შედეგად ნაყოპი უფრო გამძლე ხდება, კარგავს მომწარო გემოს და არომატულია სასიამოვნო მომჟავო ტკბილი ხდება ჩვენს პირობებში შესაძლებელია ნედლი ნაყოფის შეგროვება. ქაცვის ნაყოფისგან ამზადებენ ქაცვის ზეთს რომელიც ფართოდ გამოიყენება მედიცინაში საოჯახო პირობებში შესაძლებელია ზეთის დამზადება შემდეგნაირად ნედლი ნაყოპისგან წვენს გამოწურავენ დარჩენილ მასას რომელშიც შედის კურკები და კანი გამოაშორებენ, დააქუცმაცებენ და დაასხავენ თერმოსში მცენარეულ ზეთს 1:2 ზე შეფარდებით ზეთი 60გრადუსამდე უნდა იყოს გაცხელებული დაყოვნება საჭიროა 1 დღე ღამე შემდეგ თხევად მასას გადმოწურავენ შეიძლება ზეთის მეოჯერაც დასხმა მეორეჯერ გამოყენებული ზეთის ხმარება გამოიყენება სალათებში, კოსმეტიკურ კრემებსა და ნიღბებისთვის. 528 3-ს მოსწონს
|