x
image
ხეთაგური
Game Jam 3 [Game Jam vol. 3]

image
Game Jam+
გეიმჯემის მესამე მარათონი კომპიუტერული თამაშების აწყობაში, 2014 წლის 8 - 9 ნოემბერი, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი, რეგისტრაციის დაიწყება დილის 10:00 საათიდან.
”გეიმჯემი” ვიდეოთამაშების შექმნის მარათონია: წინასწარ ან ადგილზე შემდგარი ჯგუფები ორგანიზატორთა მიერ შეთავაზებული თემების მიხედვით მცირე მოცულობის მუშა პროტოტიპს შექმნიან. მთავარია, გუნდმა არჩეულ თემას არ გადაუხვიოს, : სიუჟეტი, ხასიათი, ეპოქა, სამყარო, პერსონაჟების ფორმა თუ უფორმობა - ეს ყველაფერი იმ გუნდებზეა დამოკიდებული, რომელი გუნდებიც ამ მარათონში იღებენ მონაწილეობას.
image
”გეიმჯემი” ორი დღის განმავლობაში დილიდან გვიან საღამომდე, მუდმივ რეჟიმში იმუშავებს, პარალელურ რეჟიმში გაიმართება ტურნირები, თამაშებში და ვიქტორინები, აქვე გაიმართება კონცეპტარტების გამოფენა და კონკურსი, ასევე იგეგმება უკვე დასრულებული პროექტების პრეზენტაციები, რაც ქართული გეიმდეველოპმენტის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ შექნის წარმოდგენას და საზოგადეობას, რომელთაც ეს სფერო აინტერესებთ უკეთ გააცნობენ.
image
”გეიმჯემის” ორგანიზატორები არიან საერთაშორისო ორგანიზაცია : IGDA-ს (International Game Developers Association) ქართული წარმომადგენლობა IGDA Georgia და კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების განვითარების ასოციაცია CG Georgia (Visual Effects and Computer Graphics Development Association) ღინისძიებას უმასპინძლებს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი.

Gamejam Event : www.facebook.com/events/608937285883563

0
35
2-ს მოსწონს
ავტორი:ხეთაგური
ხეთაგური
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0