ვარსკვლავები ცნობილი ქალბატონების "ქუჩის სტილი"-ვარსკვლავების მოდური ყოველდღიური ჩაცმულობა 2014, 11 ნოემბერი, 17:33 მსახიობები, მოდელები, მომღერლები და სხვა ცნობილი ქალბატონები ყოველთვის უზადოდ უნდა გამოიყურებოდნენ, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ფოტოგრაფის "მსხვერპლი" აღმოჩნდნენ. მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნის მიუხედავად ყველა ვარსკვლავი არ ზრუნავს თავისუფალ დროს გარეგნულ იერსახეზე. თუმცა მათ შორისაც არიან მოდური ქალბატონები, რომლებისთვისაც დრო, სიტუაცია, გარემოება
არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მუდამ გამორჩეულად და გემოვნებით გამოიყურებოდნენ.
სუპერ-დედა მომღერალი ბიონსე ბავშვთან ერთად სეირნობისასაც ისე გამოიყურება როგორც გადასაღებ მოედანზე-თეთრი ფერის პულოვერი, ზოლიანი ქვედაკაბა, მკვეთრი ფერის მაღალ -ქუსლებიანი ფეხსაცმელი და მოდური იერსახეც მზადაა. ![]() მომღერალი რიანა თაყვანისმცემლებს აოცებს არაფორმალური სამოსის არჩევანითაც. ჯინსები და სქელი ზედა სამოსი-რა უნდა იყოს უფრო მარტივი? მაგრამ ამ ყოველდღიურ ჩაცმულობასაც რიანა ამატებს გამორჩეულ აქსესუარებს ვარდისფერი მოსასხამის და უზარმაზარ ჩარჩოიანი სათვალის სახით და მოდური გარეგნობაც მზადაა. ![]() ![]() ![]() ![]() მშვენივრად გამოიყურებოდა. გვინეტის ნაცრისფერ, ტანზე მომდგარ შარვალ-კოსტუმს წითელი ჩანთა ახალისებდა. ![]() მსახიობი ენ ჰეტევეი წითელ ხალიჩაზე ნაზ, ქალურ სტილს არჩევს, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი უფრო მამაკაცური სტილის სამოსს ირგებს, მაგ. შავი ჯინსი უსახელო მაისურთან და ბაიკერის ჩექმებთან ერთად მოხერხებული და კომფორტულია. ![]() ![]() 492 2-ს მოსწონს
|