x
image
Ezhichok
როგორი ოსტატები არიან ზოდიაქოს ნიშნები სახლში?!



image

ვერძებს
ვურჩევდით ლურსმნების დაჭედებას. მათი ტემპერამენტით სხვა სამუშაოს არც უნდა დასთანხმდნენ. უკიდურეს შემთხვევაში, შეუძლიათ კარები გააკეთონ. ტყუილად ხომ არ ამბობენ რუსები: "Уставился как баран на новые ворота".


თუ გჭირდებათ სავარძელი, ეძებეთ კუროები. ისინი სავარძლის შერჩევის დიდოსტატები არიან, რადგან მასში მოსვენება(ხანდახან მუშაობაც) მათთვის ყველაზე დიდი ფუფუნება და საყვარელი განტვირთვის საშუალებაა.

კირჩხიბის საყვარელი ადგილი - საძინებელია. იქ შეიძლება ბევრი რამე გადააკეთოს. მაგალითად, მოსახერხებელი საწოლები. სადღაც დაამონტაჟებს ე.წ. "შავ გასასვლელს".. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.. რა იცი რა ხდება?

ჭაღის არჩევა დაავალეთ ლომს! ის იყიდის ყველაზე გამორჩეულს და ძვირადღირებულ ჭაღს!

ქალწულზე უკეთესი ოსტატი არ არსებობს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ ევალებათ წვრილმანების კეთება. მაგალითად, თუ საჭიროა განსაკუთრებული ნივთის დამზადება პესც. შეკვეთით - ეძებეთ ქალწული და ეცადეთ ცოტა მეტი გადაუხადოთ, თორემ ისინი რამდენადაც მომუშავეები არიან, იმდენად მორცხვობენ..

სასწორისთვის საუკეთესო სამუშაო ავეჯის გადანაწილება და ზოგადად, სახლის მოწყობაა. მათი შემოქმედებითი შეგრძნება და ჰარმონიულობა იწვევს კომფორტს და თეთრ შურს ირგვლივ მყოფებში.

თუკი რამის დამტვრება, დამსხვრევა, დანაწევრება და მოლეკულებად ქცევა გინდათ, მაგალითად ლომის მიერ არჩეული დიდებული ჭაღის, რომლის ფასიც თქვენ აფექტურ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ, დაუძახეთ მორიელს! ეს მისი საქმეა!

მშვილდოსნებს შეუძლიათ არ იმუშაონ თავიანთი ხელებით, არამედ შთაგაგონონ გამოსადეგი და საინტერესო იდეა. საერთოდ, მათი საყვარელი ადგილი სახლში - ეს აივანია.

ტყუილად სულაც არ ამბობენ ასტროლოგოები: "თხის რქებს უყვართ ყველაფრის შენება საუკუნეების განმავლობაში, თითქოს ამდენივე ხნით აპირებენ იცხოვრონ". დიახ, ისინი დიდხანს ანდომებენ მშენებლობას. ისინი დიდხანს ფიქრობენ სახლის ინტერიერზე და საუკეთესოდ აკეთებენ მას. ისინი დაწვრილებით ადევნებენ თვალს სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულს.. ისე, რომ მათ არ გამორჩებათ სახლის არცერთი ზღურბლიც კი!

მერწყულს მარტოს არ უყვარს შრომა. აი, კამპანიასთან ერთად მუშაობა უკვე სხვა საქმება. მათი სტიქიაა ელექტრო გაყვანილობა. მიანდეთ მათ ეს საქმიანობა და თქვენს სახლში იქნება სითბო, სინათლე და ბედნიერება.

თუ თქვენ გჭირდებათ სააბაზანოს მოწყობა, მიმართეთ თევზებს. ისნი გულისყურით მიუდგებიან ამ საკითხს და საუკეთესოდ მოაწყობენ მას.

0
286
5-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0