სხვა ბუნებრივად მისტიური ტყე (ყოველგვარი ფოტოშოპის გარეშე) 2014, 6 ნოემბერი, 22:00 დედამიწა უამრავ თვალწარმტაც და ბუნებრივად ლამაზ ადგილს ფლობს, რომელთა ბუნებრივობაში დაჯერება ძნელია და მათი ხილვის შემთხვევა ჩვენს განცვიფრებას აუცილებლად იწვევს. მთასვლელები, სპორტსმენები და სხვანი ოდითგანვე იყვნენ და დღემდე დაკავებულნი არიან ამ სილამაზეთა აღმოჩენითა და დაპყრობით, შემდეგ კი ფოტოკრებულის სახით მოაქვთ ჩვენამდე. სამწუხაროა ასევე ის ფაქტი, რომ ბევრი ამ ზემო ხსენებულმა ამბიციამ იმსხვერპლა, თუმცა ბუნების სიღრმის საიდუმლო მაინც განგვიმარტა.
მაშინ, როდესაც 21-ე საუკუნეა და ტექნიკურად აღარაფერი გვაოცებს, ვინაიდან ფოტოშოპის წყალობით შეგვიძლია ნებისმიერ ადგილას ამოვყოთ თავი ვირტუალურად, გავხდეთ, გავსუქდეთ, გვქონდეს 60-90-60 პარამეტრებიც კი იმ შემთხვევაში თუ არ გვაქვს, შევიცვალოდ თვალის ფერი, სილიკონის გარეშე მივაღწიოდ მკერდის სასურველ ზომას და ა.შ ჩამონათვალს რომ აღარ მოვყვე, ბუნებრივობა უკვე დაუჯერებლად მიგვაჩნია, ვინაიდან ბუნების შექმნის შემთხვევაც ანალოგია. "ავატარების" უმეტესობა, რომლებიც ჩვენი, ნებისმიერის კომპიუტერის გარეკანზე აყენია, ფოტოშოპის საოცრებებია, თუმცა დღევანდელ სტატიაში მინდა ბუნებრივ საოცრებაზე გესაუბროდ, რომელიც ნამდვილად განგაცვიფრებთ, რადგან სინამდვილეში მართლა არსებობს ბუნებრივად მისტიური ტყე. ეს არაჩვეულებრივი, ბუნებრივად მისტიური ტყე მდებარეობს ბასკურ ქვეყანაში, Alava და Vizcaya-ს პროვინციებს შორის მდებარე პარკში. ამ თვალწარმტაც ადგილს ესპანეთის მისტიურ ტყეს უწოდებენ. ტყე უსაყვარლესი ადგილია ადგილობრივი სოფლელებისთვის, ტურისტების, ალპინისტებისა და ბუნების მოყვარულთათვის და ვფიქრობ არც თქვენ იტყოდით აქ დასვენებაზე უარს. ტყეს კი, ბუნებრივად იყოს უფრო მისტიური, მისი უჩვეულო ფორმები და ხშირი ნისლი აძლევს ეფექტს. ნათქვამია- "ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობს"-ო, ხოდა აღარ მოვყვები ამდენ ხოტბას, დაგიტოვებთ არაჩვეულებრივ ფოტოკრებულს და დატკბით ამ სილამაზით. 119 9-ს მოსწონს
|